საგანგებო მდგომარეობა ეხება ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა - გახარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139556 საგანგებო მდგომარეობა ეხება ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა - ასე პასუხობს, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მისრ დასმულ კითხვას, შეეხება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ეკლესიას? “მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრავს ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობს ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნო ჩვენი მოქალქეების ჯანმრთელობაზე. მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
0