უკავშირდება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, სინოდის სხდომისმიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139557 ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში-ასე უპასუხა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტისმიერ დასმულ კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გუშინ სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ხომ არ დააჩქარა ეს პროცესი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გაჟღერებულმა განჩინებამ. „ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და მიზანი არის, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში“ , -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
0