ჩვენი უპირველესი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა-გახარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139560 მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენი უპირველესი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტისმიერ, დასმულ კითხვას, აღდგომის დღესასწაულზე თუ როგორ იქნება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული პირობები. „საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას ვალდებულება აქვს იმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენი უპირველესი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ და შევქმნათ ყველა პირობა, რომელიც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა გახარიამ.
0