საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა გამოვლინდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139562 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 48 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.
0