კორონავირუსით, ესპანეთში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139563 ესპანეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ავრცელებს. „არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.
0