5 votes
0 comments
0 shares
Save
მომენატრა კონცერტის შემდეგ დარბაზის პერსონალთან დამშვიდობება – ნიკოლოზ რაჭველი
62 views
Primetime
Tbilisi · 3 months ago

https://primetime.ge/momenatra-kontsertis-shemdeg-darbazis-personaltan-damshvidobeba-nikoloz-ratchveli/

ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ენატრება თეატრის თანამშრომლები.

„მომენატრა ორ საათიანი კონცერტის შემდეგ ემოციურად დაცლილი და მაგრად დაღლილი დარჩენილ ენერგიას რომ ვიკრებ, რათა საგრიმიოროს დატოვებისას ბოლომდე გულით და გულწრფელი ღიმილით დავემშვიდობო დარბაზის პერსონალს, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან ჩემს დროულ წასვლას, რათა კარები ჩაკეტონ, სინათლე გამორთონ და ღამის საინფორმაციო გამოშვებას მიუსწრონ…

უუუსაზღვროდ მიყვარს ფილარმონიის, ოპერისა და რუსთაველის თეატრების, საჯარო ბიბლიოთეკის, სილქ ფექთორი სტუდიოს, ბლექ სი არენას, ბათუმის თეატრისა და მუსიკალური ცენტრის, მუსიკისა და დრამის თეატრის სცენის და კულისების თითოეული თანამშრომელი, მენეჯერი, ადმინისტრატორი, დამლაგებელი, მუშა თუ დაცვის წევრი… ეს ის სამყაროა, რომლის გარეშეც ფასი არ აქვს არც სცენას და არც მასზე შესრულებულ მუსიკას, ყოველშემთხვევაში ჩემთვის…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.


Primetime
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მომენატრა კონცერტის შემდეგ დარბაზის პერსონალთან დამშვიდობება – ნიკოლოზ რაჭველი
ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ენატრება თეატრის თანამშრომლები. „მომენატრა ორ საათიანი კონცერტის შემდეგ ემოციურად დაცლილი და მაგრად დაღლილი დარჩენილ ენერგიას რომ ვიკრებ, რათა საგრიმიოროს დატოვებისას ბოლომდე გულით და გულწრფელი ღიმილით დავემშვიდობო დარბაზის პერსონალს, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან ჩემს დროულ წასვლას, რათა კარები ჩაკეტონ, სინათლე გამორთონ და ღამის საინფორმაციო გამოშვებას მიუსწრონ… უუუსაზღვროდ მიყვარს ფილარმონიის, ოპერისა და რუსთაველის თეატრების, საჯარო ბიბლიოთეკის, სილქ ფექთორი სტუდიოს, ბლექ სი არენას, ბათუმის თეატრისა და მუსიკალური ცენტრის, მუსიკისა და დრამის თეატრის სცენის და კულისების თითოეული თანამშრომელი, მენეჯერი, ადმინისტრატორი, დამლაგებელი, მუშა თუ დაცვის წევრი… ეს ის სამყაროა, რომლის გარეშეც ფასი არ აქვს არც სცენას და არც მასზე შესრულებულ მუსიკას, ყოველშემთხვევაში ჩემთვის…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 2 months ago
Nikoloz Rachveli
Nikoloz Rachveli
Nikoloz Rachveli
გიორგი სამხარაძე
Tbilisi, Georgia · 1 month ago
7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ვიდრე გოგოს მივწერთ
ინტროვერტი ბიჭები ორ კატეგორიად ვიყოფით: ისინი, ვისაც რომელიმე მიზოგინური ფეიჯი არ გვაქვს დალაიქებული ფეისბუქზე და არ ვთვლით, რომ ქალი კუხნაში უნდა ეგდოს; და მეორენი, რომლებიც ჩვენი ანტიპოდები არიან. შეიძლება მეტადაც ვიყოფით, მაგრამ ჯანდაბას მაგათი თავი. ვიდრე ფაზების ჩამოწერას შევუდგები, პრეტენზიული მკითხველის წინაშე პატარა ხარკს გადავიხდი და აღვნიშნავ, რომ პოსტი სრულიად სუბიექტურია და მიზნად განზოგადება არ მაქვს. მაშ ასე, 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი, არამიზოგინი და ერთობ ჩვეულებრივი ბიჭები გავდივართ, ვიდრე მივწერთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. I ფაზა: ბჭობა დრო მიწერამდე: 3 დღე. სამი დღით ადრე ვიწყებთ რამდენიმე სანდო მეგობართან სრულმასშტაბიან კონსულტაციებს. მთავარი კონსულტანტი ძირითადად ახლო მეგობარი გოგოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაგავაფრენდზონა. ამ ფაზის პირველი ნაწილი დაბრკოლებების ძებნაა. მაგალითად: “სინგლია? იქნებ არაა სინგლი? ვინმე ეყოლება. შანსი არაა!” “აუ, რა აზრი აქვს რო მივწერო? 5 წელში ამერიკაში მიდის და…” ასეთი დაბრკოლებების ძებნა და აღმოჩენა იმისთვის გჭირდება, რომ საბოლოო ჯამში არ მივწეროთ, მაგრამ თან, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ გვინდა, იმას უნდა დაბრალდეს ყველაფერი. თუმცა, ახლო მეგობარი, რომელიც ამავდროულად ჩვენი მემატიანეცაა და კარგად გვიცნობს, გვაჯანჯღარებს, გვილაწუნებს და ყველა ასეთ ვერსიას, საკმაოდ წონიან არგუმენტს უხვედრებს. ბჭობის ფაზის მეორე ნაწილის დროს, ვასრულებთ მეგობრის მოცემულ დავალებებს. “დაულაიქე რაღაცები” - ყოველი დალაიქების მერე ამ მეგობარს ანგარიშს ვაბარებთ. რასაც დაახლოებით 5-6 “აი, ის დავულაიქე” მესიჯის მერე ამ მეგობრის კივილი მოჰყვება! “ვაიმე! მე ნუ მწერ, იმას მიწერე, იმას!” და ა.შ. :( შემდეგ უკვე მიდის განხილვა, თუ რა უნდა მივწეროთ: რამე ლინკი, თემაზე რომელზეც რაღაცა დააშეარა? რამეს რო დაასტატუსებს მაგის პასუხად კომენტარის ნაცვლად პიემში მივწეროთ? - ამაზე ჩემი ყველა მეგობარი თანხმდება, რომ ძალიან ბანძი ნაბიჯია. პირდაპირ კომპლიმენტი? - ამას უმეტეს შემთხვევაში თვითონაც ვხვდებით, რომ ბანძობაა და არ ვწერთ. აქ უამრავი ვერსია იდება, რომლეთა უმეტესობაც ძალიან ცუდია და ჩვენი ზემოთხსენებული მეგობარი სასტიკად აკრიტიკებს, თუმცა, ბოლოს ყოველთვის ამბობს: “რავი, ჩემთვის რო ეგ მოეწერათ, არ მომეწონებოდა და ის კიდე რა ვიცი, რა ტიპია”. II ფაზა: თავის გამოჩენა დრო მიწერამდე: 2 დღე მეგობრის რჩევით, ვალაიქებთ რაღაცებს. მის რადარზე და კოგნიტურ ბაზაში უნდა დავფიქსრიდეთ, მან უნდა შეიტყოს ჩვენი არსებობის შესახებ. მაგრამ, ვიღაც ხამი რომ ჩამოუვლის და 300 ფოტოს დაულაიქებს ნახევარ საათში, მასე არა. “დასტოინად”, ყოველი მეხუთე სტატუსი. საღამოს, 2-3 საათიანი პაუზის შემდეგ, პროფილის ის ფოტოც უნდა დავულაიქოთ, რომელიც ასე, 3-4 თვის წინ ეყენა. როგორც ჩემი მეგობარი ექსპერტები აღნიშნავენ, ამით მკვეთრად ვაფიქსირებთ ჩვენს ინტერესს, მაგრამ არ ვაფრთხობთ, როგორც მაგალითად ვიღაც შიზოიდი, რომელმაც ზღვაზე გადაღებული ფოტო ღამის 4-ზე დაულაიქა. აქა-იქ შეიძლება დავაკომენტოთ კიდეც. რამე კარგი ხუმრობა. ან საშუალო. ან რამე გიფი, ან სულაც მუსიკა. მთავარია, იმ ტიპებს არ დავემსგავსოთ, ტიტლიკანები რომ დატანტალებენ ერთდროულად 20 მდედრის სტატუსზე. ცხადია, ამ დროს ჩვენი ყოველი ნაბიჯი იცის ჩვენმა ექსპერტ-მეგობარმა, რომელიც უბრალოდ გვseenავს და ვიდრე რამე ღირებულს არ გავაკეთებთ აღარ გვეკონტაქტება. III ფაზა: განტვირთვა დრო მიწერამდე: 1 დღე მთელი დღის განმავლობაში ვბლოკავთ მას ჩვენი ტვინიდან. საერთოდ არ ვფიქრობთ მასზე. საჭიროა ძალების აღდგენა, ამდენ ლაიქს და კომენტს ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი მიაქვს. ცხადია, განტვირთვაშიც ჩვეულებრივი ინტროვერტული აქტივობები იგულისხმება. მაგალითად: სახლში ჯდომა და სერიალის ყურება რომელიმე სტრატეგიის ან შუთერის თამაში ფეისბუქის უაზროდ სქროლვა ევერესტზე ასვლა ჩამოსვლა ფიქრი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ამ კარგ ამინდში გაგვესეირნა youtube-ზე უაზრო რაოდენობის ვიდეოების ყურება ვიკიპედიაზე სან-მარინოს ეროვნული გმირების ბიოგრაფიების კითხვა IMDB-ზე 300 ფილმის ვოჩლისტში ჩანიშვნა - რომელსაც არასოდეს ვუყურებთ. ამ დროს ტვინი და ემოციები ლაგდებიან და მზად არიან დიდი დღისთვის, რომელიც მალე დადგება. საღამოს მის თაიმლაინზე შევირბენთ და ვამოწმებთ რა დაწერა და გააზიარა სანამ ჩვენ ემო-შვებულება გვქონდა, ყველაზე კარგ პოსტს, ისე, სხვათა შორის ვალაიქებთ და გავდივართ. ოღონდ, ცხადია იმ გოგომ არ იცის, რომ სხვათა შორის დავალაიქეთ, მაგრამ მაგ დროს ზუსტად სასხვათაშორისე გამომეტყველება გვაქვს სახეზე - მთავარია, ჩვენ ვიცით -.- IV ფაზა: თავდაჯერებულობის ამაღლება დრო მიწერამდე: 10-8 საათი გაღვიძებისთანავე მუცელში პეპლები გვყავს, ოღონდ ეს სხვა პეპლებია, აი, რამე ატრაქციონზე, ნავებზე ან როლერკოსტერზე ჯდომისას რომ გეღუტუნება მუცელში, ეგეთი. ექსტრიმის განცდა. ამ დროს გვახასიათებს ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის სუნთქვა და საკუთარ თავთან მეორე პირში ლაპარაკი. სჭარბობს ფრაზები: “კაი, შეჩემა!” “რა გჭირს, რა იყო!” “ნუ მაშინ ნუ მიწერ, ძმაო!” “ნუ აი, ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?” “მშვიდად! პანიკის გარეშე!” “დამიჯერე, რომ გეუბნები!” ამ ფაზაში, როგორც წესი, ჩვენი თავდაჯერებული ნაწილი იმარჯვებს. მაგას რა ენაღვლება, სადღაც, ჩვენი ტვინების ბნელ კუნჭულებშია ჩამალული და იქიდან, რა თქმა უნდა, დიდი გული ექნება. მაგრამ, როგორღაც ახერხებს, რომ მისთვის უცხო გარესამყაროში გამოვიდეს ხოლმე და გამოცდილი გენერალივით დაქოქოს უწრვერულვაშო ჯარისკაცი. მერე მიდის მინი ვარჯიშები, კისრის აქეთ-იქით გრეხვა, ხელების ქნევა ზემოთ-ქვემოთ, წელის ტრიალი და კვლავ ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის ამოსუნთქვები. V ფაზა: ობიექტის გადამოწმება დრო მიწერამდე: 7-5 საათი ეს ფაზა კვლავ პასუხისმგებლობის აცილებასა და ობიექტზე გადაბრალებას ემსახურება. შევდივართ მის თაიმლაინზე და ვნახულობთ. რამე ნაკლი ხომ არ აქვს: “ტონი მონტანას ფოტო ხო არ აქვს დაშეარებული წარწერით: ასეთი დასტოინი ბიჭები მომწონს!” “ფაშისტი ხომ არაა?” “ბარაქის ხე ხომ არ აქვს გადაშეარებული?” “პრინცესობა ხო არ უნდა?” მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ასეთი არაფერი სჭირს და სულაც ნორმალური და კარგი გოგოა - რადგან დამეთანხმეთ და, ნაკლი ყველას აქვს, ყველა უბერავს თავის პონტში - იარაღს ვყრით და ვეგუებით ბედს, რომ უნდა მივწეროთ და საამისოდ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. VI ფაზა: განწყობის შექმნა დრო მიწერამდე: 4-2 საათი ეს ფაზა ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროს ვუყურებთ ფრაგმენტებს საყვარელი ფილმებიდან, მაგალითად: ლეონიდასის და ქსერქსეს შეხვედრას Goodfellas-ში დე ნირო რომ ჯო პეშის გადახედავს და ანიშნებს ეს მასტი უნდა მოვკლათო Six feet under-ის ბოლო 5 წუთს როსის და რეიჩელის სიყვარულის გარკვევის მომენტს მაკონაჰისა და დი კაპრიოს სცენას Wolf of wall street-იდან პალაპატინისა და ანაკინ სქაივოქერის დიალოგს Star Wars-იდან გენდალფის ჩამორბენას როჰანის კლდეებიდან დაენერისის Dracarys-ს GOT-იდან Nemsis მონოლოგს დიდი კუშიდან და ვუსმენთ რამე დებილურ მუსიკას, მაგალითად გიხაროდენს. VII ფაზა: მოთელვა დრო მიწერამდე: 1 საათი - 3 წუთი ამ დროს ექსტრიმის პეპლები საოცარი სიმძლავრითა და სისწრაფით მოქმედებენ. კისრამდე ამოდიან, უკან ჩადიან და თვალებიდან სისხლი გვდის. ვდგებით კომპიუტერიდან, ვიწყებთ ბოლთის ცემას, ვეწევით ბევრ სიგარეტს, ვსვამთ აურაცხელი რაოდენობის ჩაის და ყავას, ვხტუნავთ, ვვარჯიშობთ, ჰუ-ჰუ-ჰუურად ვსუნთქავთ, ვფრუტუნებთ და ტვინის ბნელ კუნჭულებში ჩაძინებულ თვადაჯერებულ ალტერ-ეგოს ვუხმობთ, რომელიც ზლაზვნით მოდის იქიდან და მიწერამდე ან მოაღწევს ან ვერა. ბოლოს ღრმად ამოვისუნთქავთ და ნაძალადევად ვარწმუნებთ თავს, რომ მზად ვართ! მიწერა: ბოლო ფაზის გასვლის შემდეგ სრულად გვეკვეთება სასო, ანუ სასოწარკვეთილები ვხდებით და ბედს ვეგუებით, რომ უნდა მივწეროთ, სხვანაირად არ გამოდის, ის პეპლები უკვე ეგვიპტეს რომ შეესიენ იმ კალიებად იქცნენ, ჩვენი ტაილერ დერდენი არსად ჩანს, ენერგია და ნერვი აღარ გვაქვს შერჩენილი და ვხსნით ჩეთის ფანჯარას, და ვწერთ: ჰეი ავტორი: საბა ლეკვეიშვილი
Kutaisi Daily
Zeda Simoneti, Georgia · 1 month ago
თეთრი ხიდიდან გადაფრენილი ბიჭის ამბავი - ნანული ცხვედიანის წერილი
ქუთაისელი ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი თავის ფეისბუქ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქუთაისის ამბებსა და ქუთაისელებს იხსენებს: "ის რა ბიჭი იყო, რიონში რომ თეთრი ხიდიდან ვერ გადახტებოდა! იმ დღესაც ერთმანეთთან გასაჯიბრებლად შეიკრიბნენ, ალბათ, ქუთაისის ჩაუქი ბიჭები, იმ დღესაც ცივი იყო და ოდნავ შემღვრეული, ავად მომზირალი რიონი ... სხვებს როგორ ჩამორჩებოდა ლამაზი ანტოშა, მოხდენილი ტანი ხიდის მოაჯირზე შეაყენა და რიონისკენ გაფრინდა... მერე მთელი ქუთაისი ინაწილებდა პოლიციის ქუჩაზე მცხოვრები ცნობილი მასწავლებლის - სტეფანე კომპანიონის ოჯახის სადარდებელს: რიონის ცივ წყალში უხერხულად ჩამხტარ მათ ბიჭს რევმატოიდული ართრიტი განუვითარდა ; ქალაქის ვერც ერთმა სახელგანთქმულმა ექიმმა, ვერც შორიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა, იმდროინდელი სამკურნალო ტექნოლოგიით, ვეღარ შესძლო მისი შველა: მოწყვეტილი სხეულით სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს სტუდენტობაგამოვლილი, უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი. ვერც დაცოლშვილება მოასწრო, ვერც პროფესიული განვითარება, სრულიად პარალიზებული შერჩა ბუნდოვან მომავალს. იმ საბედისწერო დღიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა ქუთაისელი კათოლიკე სტეფანე კომპანიონი უკვე ირანში , თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე განისვენებდა, ხოლო მისი ვაჟი, ანტონი, აწ ასაკოვანი კაცი, თავის მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა კუჩ - ე - ბაარის ქუჩაზე, თეირანში 23 წლის ამერიკელი დონალდ სტილო ჩავიდა. ამერიკაში, ქალაქ ნიუ -ჯერსში ცხოვრობდა, თორემ წარმოშობით იტალიელი იყო. პატარაობიდანვე გაეტაცებინა უცხო ენების შესწავლას, კარგად დაუფლებია რუსულ და ფრანგულ ენებს,შემდეგ უსწავლია სპარსული, სომხური და , როგორც კი ეგზოტიკური, უძველესი ქართული ენისა და მისი ურთულესი ზმნების შესახებ შეიტყო, თეირანში ჩასულმა მისი შესწავლაც მოიწადინა. მეგობრების დახმარებით, ასე მივიდა ანტონ კომპანიონთან, როგორც ღიმილით წერს, ფრანგული სახელისა და კორსიკული გვარის მქონე ქუთაისელთან ქართულის შესასწავლად. პირველივე შეხვედრით, მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გაივლის დრო და დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი ირანისტი, სპარსული ენისა და არაბული დიალექტების აღიარებული სპეციალისტი, მრავალი წიგნის ავტორი დონალდ სტილო დაწერს არაჩვეულებრივ, თბილ მოგონებას, რომელიც დაიბეჭდება გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში"ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე" (ინგლისურიდან ტექსტი ჩემთვის თარგმნა ქუთაისის ენათა ცენტრის ახალგაზრდა სპეციალისტმა, ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრმა თეონა ქავზინაძემ). - მსგავსი რამ მხოლოდ წიგნში შეიძლება წაგეკითხათ, ან ფილმში გენახათო ,- იხსენებს დონალდ სტილო 2019 წელს გამოცემულ ამ წიგნში,- ბატონი კომპანიონი კისრის ქვემოთ დამბლადაცემული იყო. ის ფიზიკურად დიდი და მაღალი კაცი გახლდათ - ახალგაზრდობაში საკმაოდ ათლეტური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მთელი მისი სხეული, ხის მსგავსად, უძრავად იდო. ჩემთან შეხვედრისას, 55 წლის ანტონს უკვე 30 წელი, ნახევარი სიცოცხლე გაეტარებინა უსიცოცხლო მდგომარეობაში. მისი ფეხები და მკლავები სრულიად გაშეშებული იყო, ექთნებსა და ექიმებსაც არ შეეძლოთ მათი მოხრა... მაგრამ ის ყოველთვის იღიმებოდა, ჰქონდა იუმორის კარგი გრძნობა, უყვარდა სიმღერა (დონალდ სტილო იხსენებს, როგორ დიდებულად ასრულებდნენ ანტონი და სტუმრად მოსული მისი ქართველი მეგობრები ულამაზეს ქართულ მრავალხმიან სიმღერებს "ხუთკაციანი ჰარმონიით"), უყვარდა ხალხი (სტილოს მოგონებით, საწოლს მიჯაჭვულ მის მასწავლებელთან ზოგჯერ დადიოდა თეირანის ესპანური ეკლესიის 7-8 მონაზონი,კათოლიკე მღვდელიც სწვევია) და იყო მზრუნველი ადამიანი. მისი სხეული პარალიზებული იყო, მისი სული კი თავისუფლად დანავარდობდა. იგი ირანელებისათვის რუსულსა და ფრანგულში ჩატარებული კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. დონალდ სტილო იმასაც დასძენს, ძალიან მომთმენი იყო, რადგან საკუთარი ხელით წერა არ შეეძლო, მე თვითონ უნდა მესწავლა ანბანიო. იმ დროისათვის (1963წ.) თეირანში არ არსებობდა ქართულის შესასწავლი სახელმძღვანელო, ან ლექსიკონები. ახალგაზრდა ამერიკელი ორი წლის მანძილზე შეკითხვების დასმით სწავლობდა ანტონისაგან ქართულ მეტყველებას, ის კი პასუხობდა თავისი ქუთაისური კილოთი და როგორც დონალდ სტილო კეთილი იუმორით წერს, "მე ქართულს კი არ ვსწავლობდი, ვსტავლობდიო." 77 წლის ბატონი სტილო ირანული ლინგვისტიკის ერთ-ერთ კონფერენციაზე ქართველ მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა, მათ შორის - დოქტორ ნიკოლოზ ნახუცრიშვილს, რომელიც ქუთაისიდან თეირანში გადასახლებული კომპანიონების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, მან ანტონის მამის - სტეფანე კომპანიონის საფლავის ფოტოც უჩვენა. . გაიხარა დონალდ სტილომ, რომელსაც წლების მანძილზე მადლიერებითა და სიყვარულით კი აგონდებოდა თავისი ქართულის მასწავლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, კავშირი აღარ ჰქონია, არასოდეს მიუწერია მისთვის. იგი თავის ტკბილსევდიან მოგონებას ამ ფრაზებით ასრულებს: "ვგრძნობ, რომ ანტოშამ მაპატია. მე თქვენ მიყვარდით, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო. დიდი მადლობა! არასოდეს დაგივიწყებთ. დონალდ სტილო გახლავართ." მინაწერი მეგობრებისათვის:_______________________________ ზემოხსენებულ წიგნში ანტონ ვაჭარაძის, ნიკოლოზ ნახუცრიშვილის, გიორგი სანიკიძის ძალზე საინტერესო სტატიებია, რომლებიც, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, დაწვრილებით მოგვითხრობენ, თუ როგორ წარიმართა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ქუთაისში ჩამოსახლებული ანტუან ფრანცისკეს ძე კომპანიონისა და ქართველი ქალის მაკა ივანეს ასული ხითაროვის შთამომავლობის ბედი; დადგენილია მათი შვილების, შვილიშვილების სახელები და მათთან დაკავშირებული თარიღები. სამწუხაროდ, ტრაგიკული ბედის მქონე შვილიშვილის - ანტონ კომპანიონის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია, მკვლევართა მიერ გაწეული დიდი შრომის მიუხედავად. არა და, როგორ დაეძებს ანტონ კომპანიონის შესახებ დარჩენილ მცირე ცნობებსაც კი ბატონი დონალდ სტილო, როგორ სურს მას, რომ თავისი საყვარელი მასწავლებლის ხსოვნა ამ გვარის დარჩენილ წარმომადგენლებთან ურთიერთობით გაამდიდროს. ოქტომბერში, როცა ფრანკფურტში სტუმრად ვიყავი ჩვენს საამაყო თანაქალაქელთან - ენათმეცნიერ, გოეთეს უნივერსიტეტის დოცენტ ზაქარია ფურცხვანიძესთან, ერთ -ერთ საოჯახო საღამოზე მან სწორედ დონალდ სტილოსა და ანტონ კომპანიონის შესახებ მიამბო, ეს წიგნიც მაჩუქა. ქუთაისში ჩამოსვლისთანავე დავიწყე ძიება და მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ახალ ცნობას მივაკვლიე კომპანიონების შესახებ. ყველა საარქივო მასალა უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ დამუშავებული ზემოთ ხსენებულ მკვლევარებს. არ ვკარგავ იმედს, იქნებ შევძლოთ ბატონი სტილოს დახმარება? იქნებ, კიდევ არიან ცოცხალი ის მოხუცები, რომელთაც კომპანიონები ახსოვთ? იქნებ,თქვენს ძველ საოჯახო ალბომებში შემორჩენილია მათი ფოტოები, ბარათები? #ქუთაისისამბები #kutaisidaily #თეთრიხიდი #პიკასოსბიჭი
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ბერია - ჟანდარმერიის მარშალი
ბერიამ თავის ბოლშევიკურ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მას უწოდეს “საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი”. ის სტალინის მნიშვნელოვანი ინფორმატორი და “მარჯვენა ხელი“ გახლდათ, ამას ისიც მოწმობს რომ ის სტალინთან წინასწარი მოხსენების გარეშეც შედიოდა. ახლა კი მოკლედ მიმოვიხილავთ მის მოღვაწეობას. მოღვაწეობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში: ამნისტიები და საგარეო დაზვერვის რეფორმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის პოსტზე მუშაობა ბერიამ ამნისტიის გამოცხადებით დაიწყო. გათავისუფლდა დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომლებიც ეჟოვის პერიოდში შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს, როგორც “ხალხის მტრები”. როგორც ჩანს, ეს იყო სტალინისა და ბერიას ერთობლივი ინიციატივა, რადგან სტალინს ესმოდა, რომ ეჟოვმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და ქვეყანაში სამართლიანობას უნდა ეზეიმა. ამის შემდეგ ბერიამ კანონიერების დამცველის რეპუტაცია მოიპოვა. ლავრენტი ბერიამ მოახერხა სსრკ–ის საგარეო დაზვერვის რეორგანიზაცია. სწორედ მისი ძალისხმევით ომის დაწყებამდე შეიქმნა აგენტურული ქსელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. უცხოეთში მომუშავე აგენტების წყალობით, საბჭოთა კავშირი იღებდა ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, აშშ–ის ატომური ბომბის შესახებ. 1945 წელს ბერიას საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭეს. ასე აღნიშნეს მისი დამსახურება დიდი სამამულო ომის წლებში. 1940 წლის 30 ივნისიდან ბერია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი იყო, კურატორობდა საბრძოლო ტექნიკის წარმოებას, აკონტროლებდა ქვანახშირის მრეწველობისა და რკინიგზის სახალხო კომისარიატების მუშაობას. ბერიას ხელმძღვანელობით უმოკლეს ვადაში შეიქმნა საკომუნიკაციო სისტემები, რომლებმაც საშუალება მისცა სახელმწიფოს, ზურგში გადაეტანათ მნიშვნელოვანი საწარმოები და გადაეყვანათ მუშა-მოსამსახურეები. ბერიას ხელმძღვანელობით დაიგო 3570 კმ სარკინიგზო ხაზი, გაიყვანეს 4200 კმ საავტომობილო გზა, აშენდა 842 აეროდრომი. ზურგში ევაკუაციის შემდეგ ქარხნებმა ძალიან მალე დაიწყეს ტანკების, თვითმფრინავების, საბრძოლო მასალების წარმოება. 1942-44 წლებში საბჭოთა კავშირი ყოველთვიურად აწარმოებდა საშუალოდ 2 ათას ტანკს და თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობას. ყოველწლიურად ამზადებდნენ 450 ათას ტყვიამფრქვევს, მაშინ, როცა გერმანიაში მხოლოდ 250 ათასს ტყვიამფრქვევს ამზადებდნენ. ამას გარდა, ომის წლებში საბჭოთა კავშირმა ბევრ სფეროში გადაუსწრო გერმანიას. 1942 წელს, როცა გერმანელი ფაშისტები ვოლგამდე მივიდნენ და გადაჭრეს სარკინიგზო მაგისტრალი მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ბერიამ რელსები და შპალები მოხსნა ბაიკალ-ამურის მაგისტრალიდან და მცირე ხანში ვოლგის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაიყვანა სარკინიგზო ხაზი _ ყიზლარი-ასტრახანი-სარატოვი. სწორედ ამის წყალობით, სტალინგრადთან კონტრშეტევის დაწყების წინ იქ გადაიტანეს ათასობით ვაგონი აუცილებლად საჭირო ტვირთისა. ომის დასაწყისისთვის გერმანიას, რომლითვისაც მუშაობდა ქედმოხრილი ევროპა, ჰქონდა 43 ათასი ქვემეხი, სსრკ-ს _ 36 ათასი. ერთი წლის შემდეგ სსრკ დაეწია გერმანიას. 1944 წლის იანვარში ჰიტლერს 55 ათასი ქვემეხი ჰქონდა, სსრკ-ს _ 89 ათასი. ამ იარაღის მწარმოებელ სახალხო კომისარიატებს ბერია კურატორობდა. 1943 წლის 30 სექტემბერს იარაღის წარმოებაში შეტანილი საგანგებო წვლილისთვის ბერიას საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდება მიანიჭეს, 1944 წლის მაისში კი დანიშნეს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ოპერატიული ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც განიხილავდა ყველა მთავარ მიმდინარე საკითხს. ამრიგად, 1944 წლის გაზაფხულიდან ბერია ოფიციალურად გახდა მეორე კაცი საბჭოთა კავშირში. ატომური პროექტი სსრკ-ში პირველი ექსპერიმენტები ურანზე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩატარდა. ომის პერიოდში დაზვერვამ ქვეყნის ხელმძღვანელობას აცნობა აშშ-ისა და ინგლისის ატომური პროექტების შესახებ. ბერიამ ეს ცნობები თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სპეციალური კომისიის სამეცნიერო ხელმძღვანელ იგორ კურჩატოვს გააცნო. შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია. 1944 წლის 3 დეკემბერს სტალინმა ხელი მოაწერა განკარგულებას: “დაევალოს ამხ. ლ. ბერიას ურანზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთვალყურეობა”. აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ სსრკ-ში ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობა დაჩქარდა. იგორ კურჩატოვმა მოგვიანებით აღიარა: “ბერია რომ არა, ატომური ბომბი არ იქნებოდა!” ბერიას ბრძანებით, ქვეყნის ყველა მეცნიერი ფიზიკოსი დათვალეს, მათმა რაოდენობამ 4212 შეადგინა. ატომური სფეროს სპეციალისტების დეფიციტის გამო სასწრაფოდ დაიწყო კადრების მომზადება. 1945 წელს სსრკ-ის დაზვერვამ მოიპოვა ანგარიში აშშ-ში ატომური ბომბის შექმნის შესახებ. სსრკ-ში ატომური ბომბი შექმნეს და გამოსცადეს 1949 წელს. ორიოდე წლის შემდეგ შეიქმნა წყალბადის ბომბიც. “ექიმების საქმის”, “მეგრელთა საქმისა” და ანტისემიტური პროცესების შეწყვეტა სტალინის სიკვდილის შემდეგ სსრკ-ის ხელმძღვანელის პოსტს ბერიას უწინასწარმეტყველებდნენ. მთავრობის ოფიციალური ხელმძღვანელის პოსტი კი გიორგი მალენკოვს ერგო, ბერია მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გახლდათ. მან, ალბათ, გაიხსენა 1930-იან წლებში გამოცხადებული ამნისტიის ეფექტი და დახურა საქმეები, რომლებზეც იმ მომენტში უკვე ბევრი ადამიანი იყო დაპატიმრებული. ბერიას ინიციატივით, 1953 წლის 27 მარტს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა დაამტკიცა ბრძანებულება ამნისტიის შესახებ. სწორედ ამ ბრძანებულების შედეგად საპყრობილიდან გათავისუფლდა მილიონამდე ადამიანი. აღდგა ბევრი ექიმის შელახული რეპუტაცია, გაუქმდა დაუსახლებელ რაიონებში ებრაელთა დეპორტაციის გეგმა. საპასპორტო შეზღუდვების გაუქმება სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 13 მაისის დადგენილების პროექტში, რომელიც ბერიამ მალენკოვს შესთავაზა, აღნიშნული იყო საცხოვრებელი ადგილის საპასპორტო შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ამ შეზღუდვის გამო ადამიანებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი, უფლება არ ჰქონდათ, დაბრუნებულიყვნენ შინ, ეცხოვრათ ოჯახის წევრებთან, დაეწყოთ მუშაობა მნიშვნელოვან პოსტზე. ბერიას მიერ შექმნილი პროექტი განხორციელდა და ე.წ. საპასპორტო შეზღუდვები გაუქმდა სსრკ-ის 300 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში. ნაციონალური კადრების დაწინაურება რესპუბლიკების ხელმძღვანელობაში ბევრ საბჭოთა რესპუბლიკაში ხელმძღვანელ პოსტებს იკავებდნენ “მოსულები” _ ცენტრიდან ჩამოსული ადამიანები. ეს ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონდა. ბერიას ინიციატივით, დაიწყო თითოეული რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში ადგილობრივების დაწინაურების კამპანია. ეს პრაქტიკა შენარჩუნებული იყო მრავალი წლის განმავლობაში: რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი, მეორე მდივანი _ სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტის მიერ წარგზავნილი. გდრ–ში რეჟიმის შემსუბუქება გერმანიის გაყოფის შემდეგ მისი აღმოსავლეთი ნაწილიდან, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ბევრი წავიდა დასავლეთში. მასობრივი ემიგრაციის შეჩერების მიზნით ბერიამ ხელისუფლებას შესთავაზა, გაეუქმებინათ რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის, მცირე და საშუალო კერძო კაპიტალის შეზღუდვის შესახებ. ბერიას წინადადება მოიწონა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა (წინააღმდეგი იყო მხოლოდ მალენკოვი) და ამის შემდეგ გდრ-დან ემიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. კავკასიის დაცვა 1942 წლის აგვისტოში დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბაქო და ნავთობსაბადოები. მტერი კავკასიის მთებისკენ მოიწევდა. გერმანელმა ფაშისტებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და სერიოზულ წინააღმდეგობას აღარ აწყდებოდნენ. როდესაც მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა, სტალინმა კავკასიის დასაცავად მარშლები კი არ გაგზავნა, არამედ ბერია, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა პროფესიონალი სამხედრო. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ბერიამ განკარგულება გასცა, სხვადასხვა ფრონტიდან შეეკრიბათ ქართველი ოფიცრები, მათი ნაწილი ბერიასთან ერთად ჩაჯდა თვითმფრინავში. დღე-ღამეში შეგროვდა 150 ალპინისტი, რომლებმაც შემდეგ ადგილზე გაანადგურეს გერმანელთა მოტორიზებული ქვეითი ჯარი. მისი ბრძანებით, კავკასიაში გადაისროლეს შინაგან საქმეთა კომისარიატის რამდენიმე სასაზღვრო ნაწილი. ბერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ფრონტის სარდალი, მარშალი ბუდიონი, სამხედრო საბჭოს წევრი კაგანოვიჩი და რამდენიმე გენერალი, რომელთა ბრალიც იყო კავკასიაში თავდაცვის ჩაფლავება. ბერიამ გამოიძახა ყველა რანგის მეთაური და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ვითარების შესახებ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, შეექმნა ორი არმია, რადგან ერთობლივი ფრონტით ყველა ამოცანას ვერ უმკლავდებოდნენ. მისი ბრძანებით, გადაიკეტა უღელტეხილები, რათა ხელი შეეშალათ მტრის გადაადგილებისთვის. დახმარების მისვლამდე საჭირო იყო დროის მოგება. შეკრიბეს სნაიპერთა მობილური ჯგუფები, მისცეს ახალდამზადებული უხმაურო შაშხანები ინფრაწითელი სამიზნეებით და ეს ჯგუფები მხოლოდ 1 დღე-ღამის განმავლობაში 500-ჯერ ჩაუსაფრდნენ მტერს. სნაიპერებმა გაანადგურეს გერმანელი მზვერავები და ფაშისტების სვლა დამუხრუჭდა. ამ დღეების განმავლობაში საბჭოთა კავშირის სარდლობამ შეძლო კავკასიაში ტანკებისა და რამდენიმე სამხედრო შენაერთის გადასროლა. გერმანელების საბოლოოდ შეჩერებამდე და ვითარების შეცვლამდე ბერია კავკასიაში იმყოფებოდა. სტატია ადაპტირებულია ნიკოლოზ აბაშიძისა და ინტერმედიაზე დაყრდნობით.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ელისო ბოლქვაძე: მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ - პარტიას, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია
პიანისტი ელისო ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვყანაში შიში და ძალადობა იყო გამეფებული. “ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია დავაფიქსირო ჩემი ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 23 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, თუმცა მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ეს სიყვარული ბავშობიდან გააღვივეს ჩემმა მშობლებმა. როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი,საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ვცდილობ ჩემი ხელოვნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მივმართო ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კონცერტებს ვატარებ. პირველ რიგში, მადლობა დღევანდელ მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული შესანიშნავი რეზულტატებისთვის. ოცნებამ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ პარტიის მთავარი ღირებულება ხალხზე ზრუნვაა და ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. ოცნების წინამორბედი ხელისუფლებისთვის,ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ქართული ოცნება დემოკრატიის მაღალი ხარისხით მოვიდა ხელისუფლებაში და სააკაშვილის რეჟიმი სისხლის გარეშე დაამარცხა! ეს იყო ქართული ოცნების სულისჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის ურყევი ნება -დიქტატურის დემოკრატიით დამარცხება! უზნეობასთან ზნეობრივი დაპირისპირებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. “ქართულმა ოცნებამ” მართლაც მოკლე პერიოდში აღკვეთა ძალადობის, მოსახლეობის ტერორის და პატიმრების სისტემური წამების მაგალითები.12 ჯერ შეამცირა ციხეში სიკვდილიანობა და დღეს საქართველო მაგალითს აძლევს ბევრ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს. შესაძლოა საქართველოში ამ მიღწევებს აღარც აფასებენ სათანადოდ და არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ნორმად იქცა პატიმრებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს უკვე კარგია! ეს ფაქტი უდიდესი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ შიშის რეჟიმში ცხოვრებდა. საზოგადოებაში, სადაც შიში და ძალადობა ნორმად იყო გადაქცეული .ასევე ნორმა იყო მართული მედიის სიჩუმე, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ხოცვა. მერწმუნეთ,საქართველოდან შორს მყოფისთვის,ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი იმ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. ეს კონტრასტი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, თუ სააკაშვილის რეჟიმს ჩაანაცვლებდა მისი მსგავსი ძალა, ისეთივე დაუნდობელი და სასტიკი. დარწმუნებული ვარ, იმ შემთხევაში საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას. დამეთანხმეთ, რომ ბევრისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უკვე ისეთივე ბუნებრივია, როგორც პატიმრებისადმი ჰუმანური მოპყრობა ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. საქართველოსთვის უკვე 7 წელია ნორმად იქცა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო გადაუდებელი ოპერაციები, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა.ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიენიჭა. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული აღმასვლაც უკვე ნორმად იქცა და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევებით! მიზანდასახული და ურყევი განვითარება, მშვიდობა, ბიზნესის, მედიის და სიტყვის თავისუფლება ქართული სახელმწიფოს ისეთივე ბუნებრივ ატრიბუტებად იქცა როგორც გერბი და დროშა. ქვეყანა ვითარდება ზედმეტი ეპატაჟის, პათეტიკის და ბაქიაობის გარეშე !! სააკაშვილმა თავისი მართველობის დროს თვითრეკლამა არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და ლამის კომედიად აქცია. უკვე სასაცილო იყო მის მიერ ერთიდაიგივე ობიექტების რამოდენიმეჯერ ზარზეიმით გახსნა.ასევე გაუაზრებელი იდეოლოგიების დანერგვა საზოგადოებაში მედიის ზეწოლით. პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის არჩეული გზა,ხედვები და მიმართულებები არის სწორი და ადაპტირებული ქვეყნის განვითარებისთვის. იგი პრინციპულად უარს ამბობს საკუთარი სიკეთეების რეკლამაზე და ურყევად მიდის დასახული მიზნებისკენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მახსოვს, 2011 წელს მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობაზე -განათლებაზე!დღეს კი ქუთაისში მილიარდი ევროს ღირებულების უნივერსიტეტი შენდება მისი პირადი რესურსებით. უკვე ნორმადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის უფასო სახელმძღვანელოები,ასობით გარემონტებული სკოლები,კომპიუტერიზაცია. ბუნებრივ მოვლენად იქცა გაჭირვების დროს “ფონდი ქართუ”-ს მიერ გაწეული მრავალმილიონიანი დახმარებები, ასობით გარემონტებული კულტურული ძეგლები, სპორტული მოედნები, კულტურული ობიექტები, გადარჩენილი ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, ბოტანიკური ბაღები და რასაკვირველია ხმაურის გარეშე გადარჩენილი ათასობით ადამიანის სიცოცხლე! როგორც ხელოვანმა, არ შემიძლია არ ავღნიშნო ფონდი “ქართუს” უდიდესი წვლილი ისტორიული ძეგლების გადარჩენაში.ერთი წამით წარმოიდგინეთ რამდენი რამ არ შემორჩებოდა საქართველოს, რომ არა ქართუ!! მაგრამ საქართველოს გაუმართლა და დღეს ბატონი ბიძინას წყალობით მივიღეთ რეაბილიტირებული თეატრები,ბოტანიკური ბაღები,”ციცინათელაც”, ბლექსი არენა,დელფინარიუმიც და მალე დენდროლიგიური უნიკალური პარკი, რომელიც ოაზისად მოგვევლინება. გავიხსენოთ ასევე აღდგენილი ისტორიულო მემკვიდრეობა , ხევსურეთში მდებარე მუცოს ციხესიმაგრე, ასობოთ სხვა ეროვნული ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ ,თუმცა აღარ გვახსოვს, თუ ვინ გადაარჩინა ეს საგანძური…და ესეც კარგია! დიახ, სწორდაც რომ ნორმად უნდა იქცეს განვითარებაც, პროგრესიც და წინსვლაც! განვითარებას არ სჭირდება ყოველდღიური აპლოდისმენტები. ცხოვრებამ თვით უნდა აქიოს ნორმად განვითარების დინამიურობა-ისევე როგორც ნორმად იქცა ყველაფერი ის რაც ზევით ჩამოვთვალე. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვიღწვი განვვითარდე ყოველდღე.როცა რამეს ვაღწევ, მინდა კიდევ მეტი მოტივაციით წინ წავიდე .ჩემი ქვეყანისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ ქართულ ოცნებას-პარტიას , რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია!!” – წერს ელისო ბოლქვაძე
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
„ამ მძიმე წუთებშიც კი, არ მინანია ასეთ ცხელ ადგილზე მუშაობა“ – ქართველი პანდემიის ეპიცენტრიდან
კორონავირუსი ის გარემოება აღმოჩნდა, რომელმაც მთელ მსოფლიოში დღის წესრიგი შეცვალა, გამონაკლისი არც „ხეორხიანაა“. უმუშავია 48 საათის განმავლობაში, გადაღლილა, შეშინებია კიდეც, მაგრამ პაციენტების ზრუნვაზე უარი არ უთქვამს, მეტიც – ახლა, დედის გზას სხვა კლინიკაში მისი 22 წლის ქალიშვილიც გააგრძელებს. მარი ნავროზაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ემიგრაციაში უკვე თითქმის ორი ათეული წელია ესპანეთშია. ისიც სხვა ემიგრანტების მსგავსად, უკეთესი მომავლის შესაქმენლად წავიდა. მას ჰიპოკრატეს ფიცი არ დაუდია, მაგრამ ჰიპოკრატეზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას თავის ქართველობა აკისრებს. „ხეორხიანა“ ესპანურად ქართველს ნიშნავს. ადგილობრივები ქართველო-ს ეძახიან. ამბობს, რომ ბრძოლის ძალას და პოზიტიურ ენერგიას საქართველოდან იღებს, ამიტომაც ის სამშობლოს ხშირად სტუმრობს. როცა საშიშ ვირუსზე ანალიზს უღებდნენ, ფიქრობდა, რომ ინფიცირების შემთხვევაში დაავადებას საქართველოში შეებრძოლებოდა. ჰოსპიტალის ეპიცენტრში მყოფს, მაინც თანამემამულე მკურნალები ერჩია… „ქალაქ რუსთავიდან ვარ. მყავს მეუღლე და 3 შვილი: ნატა 24 წლის, რომელსაც არ მოსწონს ესპანეთი და ცხოვრობს საქართველოში. 21 წლის ლილე და 19 წლის ლუკა, რომლებიც ჩვენთან, ესპანეთში ცხოვრობენ. 13 წელია უკვე რაც ესპანეთში, მანრესაში ვარ, მადრიდთან ძალიან ახლოს. მანრესას ცენტრალურ ჰოსპიტალში ვმუშაობ, მე პაციენტების კვება მევალება. ავადმყოფებთან პირდაპირი შეხება არ მაქვს პალატებში, პალატის ექთნებს ვხვდები. სანამ ძალიან გავრცელდებოდა ესპანეთში კორონავირუსი და თითო-ოროლა პაციენტი ხვდებოდა ჩვენს ჰოსპიტალში, ექთნები პაციენტების საკვებ კონტეინერებს სპეციალურ ყვითელ ცელოფანში ფუთავდნენ და ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ ჭურჭელი უნდა განადგურებულიყო. ახლა, იმდენად ბევრი ინფიცირებულია, რომ ეს პროცედურაც შეწყდა, თავს თვითონ ვიცავთ. როცა ექთანთან ჩავდივარ და საკვები ჩამაქვს შემაძრწუნებელი ხმები გამოდის პალატებიდან -„მიშველეთ, ვიგუდები! ასეთი სიბერე არ მინდოდა“. ძალიან რთულია მედიკოსებისთვის ემოციურად ამის ატანა. ექიმები ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურ ძლიერ სტრესს განიცდიან, რადგან პალატებში მოხუცები გარდაცვლილები ხვდებათ. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში დაახლოებით, 10 გარდაიცვალა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი დახმარება უტარდებათ, მკურნალობის კურსი საკმაოდ კარგია, მაგრამ ასაკთან უძლურები არიან. როცა განყოფილებაში ჩავდივარ, განსაკუთრებული ეკიპირებით ვარ, ვიცავ ყველა წესს. შიში რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ყველამ უარი რომ ვთქვათ სამუშაოს შესრულებაზე, კოლაფსს გამოვიწვევთ. აქ რომ ისეთი მდგომარეობა იყოს, როგორც საერთაშორისო მედია ავრცელებს, ჩემს 22 წლის ქალიშვილს კლინიკაში სამუშაოდ გავუშვებდი? ხვალიდან გადის, კადრების დეფიციტია და მახარებს ეს ფაქტი, რომ ჩემი გოგონა თავის წვლილს შეიტანს. არც გიორგი სააკაძე ვარ შვილი რომ პრობლემის გადაჭრას შევწირო და არც სულელი საფრთხეები რომ ვერ გავთვალო. ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთვევაში, არაფერია საშიში. ამ მძიმე წუთებშიც კი, არ მინანია ასეთ ცხელ ადგილზე მუშაობა. თუმცა, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ როცა ანალიზი ამიღეს და კორონავირუსზე გადამამოწმეს, მაშინ გადაწყვეტილი მქონდა, თუ პასუხი დადებითი იქნებოდა, მე საქართველოში დავბრუნდებოდი, ჩემი ქვეყნის ექიმები სხვანაირად ამიხსნიან-მეთქი, ვფიქრობდი. ვინც იღუპება, ჯერ ტაძარში გადაჰყავთ, პანაშვიდს უხდიან, შემდეგ – კრემაციას უკეთებენ ოჯახის წევრების გარეშე. ქართველებისგან განსხვავებით, აქ პატრონები სიცოცხლეში არ აკითხავენ და არ დგანან ეზოებში. ძალიან გული მწყდება, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემაზე ცუდად საუბრობენ. აქ ინფიცირებულები 100 წლამდე არიან, ღრმად მოხუცებს უჭირთ ამ ინფექციის დაძლევა. ამიტომაც, მაღალია სიკვდილიანობა. ყველაფერს აკეთებენ აქაური ექიმები. ჩვენს კლინიკაში არცერთი ქართველი არაა. მედიკოსები ისე ყურადღებით არიან, განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ადგილობრივებთან. ჩამომაქვს ქართული პროდუქცია მათთვის და ვუმასპინძლდები. ყოველ 6 თვეში საქართველოში ჩამოვდივარ, მანდ პოზიტიურ ენერგიას ვიღებ და ისე ვბრუნდები. ჩემი ქართველებისგან უამრავ მოკითხვას ვიღებ. მეუბნებიან, რატომ არ საუბრობდი ასეთი მძიმე სამუშაო რომ გქონდა, ერთად გავუმკლავდებოდითო. მე კი, მათი ნერვიულობა არ მინდოდა… ესპანეთს იმიტომ შევეგუე კარგად, რომ აქ ხალხი ემოციურია, ისეთი, როგორიც საქართველოში. ერთ ექიმს პაციენტი გარდაეცვალა და ცხარე ცრემლით ტიროდა, ჭირისუფალივით იყო, არიან ისეთებიც, ვინც ცივი გონებით აღიქვამენ ყველაფერს. რაღაც ქართული არის მათშიც, მე ესპანელები სახელით არ მომმართავენ, „ხეორხიანას“ მეძახიან, ეს ქართველს ნიშნავს და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა პასუხისმგებლობაა.“ – ამბობს მარი ნავროზაშვილი. ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ვინ გაუტეხა მინისტრ წულუკიანს mail-ი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ელექტრონულ ფოსტაში უკანონო შეღწევის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ქუთაისის 2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი, შორენა ჯიმშელეიშვილი, იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს და 2019 წლის ივლისში სამსახურიდან დაითხოვეს. ჯიმშელეიშვილი “ოთხი თვის განმავლობაში პერიოდულად შედიოდა თეა წულუკიანის სამსახურებრივ დაცულ სისტემაში, რითიც საფრთხე შეუქმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, - წერია სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში.ამ მძიმე ბრალდების უკან საინტერესო ისტორია იმალება. სამინისტროების გაერთიანება და საერთო ელექტრონული სისტემა 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდა. გაერთიანებისას გადაწყდა, რომ გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს საქმეთა წარმოების ელექტრონულ პროგრამაში იმუშავებდნენ და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. ტრენინგის შემდეგ ახალ თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში (EMშ) პირადი გვერდები შეუქმნეს და სატესტო რეჟიმში მუშაობა დაავალეს. ამის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი მოიპოვება - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების ასლები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს უთხრეს, რომ პროგრამაში შესვლისთვის აკრეფდნენ საკუთარ სახელ-გვარს, პაროლი კი ყველასთვის საერთო - ციფრი 1 - იქნებოდა. თანამშრომლები ასე უნდა შესულიყვნენ სისტემის სატესტო ვარიანტში, სადაც უნდა ევარჯიშათ და მომზადებულიყვნენ რეალურ პროგრამაში სამუშაოდ. უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული და საკანცელარიო დოკუმენტების წარმოება ელექტრონული სისტემით (EMშ) იმართება. რიგითი მოხელეც და მინისტრიც სწორედ ამ პროგრამით იღებს, ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტებს. პროგრამაში ყველა თანამშრომელს საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ფუნქციასაც ასრულებს. სისტემის დაცვა, მართლაც, მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამაში პერსონალური, კომერციული თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.7-საათიანი გამოკითხვა და მოულოდნელი ბრალდებები შორენა ჯიმშელეიშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაობს, 2 პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამ სამსახურში მუშაობა მან 2005 წელს რიგითი ინსპექტორობით დაიწყო და 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი გახდა, კანცელარიის ზედამხედველობა და 12 თანამშრომლის ხელმძღვანელობა დაევალა. 2018 წლის ბოლოს შორენამ, როგორც თავად ამბობს, დიდი მონდომებით დაიწყო ახალი პროგრამის შესწავლა.“ტრენინგზე აგვიხსნეს, რომ შემეძლო დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნიდი ჩემს ზემდგომს, შემდეგ შემეძლო ჩემი ზემდგომის გვერდზე შესვლა და ნახვა, როგორ გამოჩნდა მასთან ჩემი გაგზავნილი დოკუმენტი, შემდეგ შემეძლო მისი სახელით ვიზის მიცემა და მის ზემდგომთან გაგზავნა და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა სატესტო რეჟიმში, ამისთვის საჭირო იყო პროგრამაში შემეყვანა ნებისმიერი თანამშრომლის (ზემდგომის) სახელი და გვარი, პაროლი ყველასთვის იყო ციფრი 1 და შევიდოდი მის გვერდზე. ამის პრაქტიკული მაგალითიც ტრენინგზე გვაჩვენეს” - იხსენებს შორენა ჯიმშელეიშვილი რადიო თავისუფლებასთან. ერთ დღეს, 2018 წლის ოქტომბერში, ჯიმშელეიშვილმა პროგრამის სატესტო რეჟიმში ვარჯიშის დროს მოამზადა და იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნა პატიმრის წერილი. შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, სწორად შეასრულა თუ არა ამოცანა და მივიდა თუ არა ადრესატამდე მისი გზავნილი. როგორც ტრენინგზე ასწავლეს, შორენამ სისტემის შესაბამის ველში აკრიფა ზემდგომის - ამ შემთხვევაში, მინისტრის - სახელი, გვარი, შემდეგ პაროლი, ციფრი 1, და მინისტრის ელექტრონულ სისტემაში მის გვერდზე შევიდა.დოკუმენტების მართვის სისტემის ინტერფეისი შორენამ მინისტრის სახელზე თავისი გაგზავნილი წერილი ვერ იპოვა. იფიქრა, რომ არასწორად მოამზადა და ეს ყველაფერი ხელახლა რამდენჯერმე სცადა. იმ დღიდან მოყოლებული, შორენა ჯიმშელეიშვილი პერიოდულად შედიოდა მინისტრის პირად გვერდზე, ტრადიციულად, პაროლი 1- იანით. მინისტრის ფოსტაში რამდენიმე წერილის შაბლონიც მოამზადა - აინტერესებდა, რა ინსტრუმენტებით იყო აღჭურვილი მისთვის ახალი პროგრამა. ამასობაში, 2019 წლის 14 იანვარს, სამინისტროების პროგრამების შერწყმა დასრულდა. მთელი სამსახური, მათ შორის შორენა ჯიმშელეიშვილიც, რეალურ სისტემაში შეუდგა მუშაობას და ჯიმშელეიშვილიც სატესტო რეჟიმის ინსტრუქციის დროს მოქმედი დროებითი პაროლი 1-ით მინისტრის ფოსტაში აღარასოდეს შესულა. 2019 წლის აპრილში შორენა ჯიმშელეიშვილს სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. 7-საათიანი გამოკითხვისას გაიგო, რომ მას მინისტრ თეა წულუკიანის რეალურ ფოსტაში შეღწევაში ედებოდა ბრალი. “ეს იყო შოკი. არ მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ სახელ-გვარის და საყოველთაოდ ცნობილი, ყველა თანამშრომლის საერთო სატესტო პაროლის, 1-იანის, შეყვანით შევდიოდი მინისტრის რეალურ ფოსტაში, სადაც რეალური დოკუმენტები იყო. მართალია, მე იქ შემჩნეული მქონდა დოკუმენტების სიმრავლე, თუმცა ვთვლიდი, რომ, ჩემს მსგავსად, სხვა თანამშრომლების სატესტო ვარჯიშისას მომზადებული დოკუმენტები იყო. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მიყვიროდნენ, მუქარის ტონით მეუბნებოდნენ, მეღიარებინა დანაშაული და პატიება მეთხოვა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესისა, ახსნა განმარტებაში მაინც დავაფიქსირე, რომ მინისტრის რეალურ გვერდზე შესვლის არანაირი განზრახვა და მოტივი არ მქონია, დარწმუნებული ვიყავი, რომ სისტემა სატესტო რეჟიმში იყო და მინისტრის გვერდიც არარეალური, ვირტუალური და სავარჯიშოდ იყო შექმნილი. თუმცა ეს არავინ გაითვალისწინა და უმკაცრესად დამსაჯეს”. როგორც ჯიმშელეიშვილი გვიყვება, ვიდრე დასჯიდნენ, 19 აპრილს N 2 დაწესებულების დირექტორმა როინ დეკანოიძემ კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თავად დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება. “მისი თქმით, მე არ მქონდა მორალური უფლება მუშაობა გამეგრძელებინა არა მარტო N2 დაწესებულებაში, საერთოდ, იუსტიციის სისტემაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე და შევხვდი ზემდგომს, ავუხსენი მდგომარეობა, მან მითხრა, როგორ მომივიდა აზრად მინისტრის სახელის და გვარის აკრეფა, საერთოდ, რას ვუგზავნით ჩვენ მინისტრს (დაავიწყდა, რომ მინისტრს განცხადებები ეგზავნება ბრალდებულ/მსჯავრდებულებისაგან). მითხრა, რომ თავიდან იფიქრეს, სისხლის სამართლის მუხლით ხომ არ დაეწყოთ ჩემს მიმართ საქმის აღძვრა, მაგრამ ვინაიდან დადგინდა, რომ არ მქონია ცუდი განზრახვა, საქმე დაიწყეს ადმინისტრაციული წესით”, - იხსენებს ჯიმშელეიშვილი.2 პენიტენციური დაწესებულების მაშინდელი დირექტორი, როინ დეკანოიძე, რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ ჯიმშელეიშვილს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. სამაგალითო დასჯა მას შემდეგ, რაც შორენამ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლაზე უარი თქვა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა მომზადდა. მრავალგვერდიან დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოთხი თვის განმავლობაში ჯიმშელეიშვილი მინისტრის სახელ-გვარის და პაროლ 1-იანის გამოყენებით 71-ჯერ უკანონოდ შევიდა მინისტრ წულუკიანის რეალურ, სამსახურებრივ სისტემაში. დასკვნის მიხედვით, შორენა ჯიმშელეიშვილს რამდენიმე სახის (დისციპლინური) დანაშაული ბრალდება. კერძოდ: სამუშაო საათებში მინისტრის სისტემაში შესვლა მიიჩნიეს არასამსახურებრივი მიზნებით ინტერნეტის გამოყენებად, რაც მინისტრის 2017 წლის ივლისის ბრძანებით აკრძალულია და ისჯება; მინისტრის ციფრულ განყოფილებაში შესვლა მიიჩნიეს მისი და სამინისტროს რეპუტაციის შემბღალავ ქმედებად; დაადგინეს, რომ ჯიმშელეიშვილის ეს მოქმედება “სახელს უტეხს სამინისტროს და არყევს მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ ნდობას”; ჯიმშელეიშვილის საქციელი “ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, უღირსი საქციელია”, რომელმაც საფრთხე შეუქმნა “მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, იუსტიციის მინისტრის, გვერდზე დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, რაც, ასევე, “მოხელისთვის უღირსი და საკუთარი რეპუტაციიის შემლახავი ქმედებაა”. მონიტორინგის სამსახური მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს და წერს, რომ აუცილებელია ჯიმშელეიშვილის მკაცრად დასჯა სამსახურიდან გათავისუფლებით. 2019 წლის 15 ივლისს, მონიტორინგის სამსახურის იმავე დღეს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შორენა ჯიმშელეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის დაცული ფოსტა საერთო პაროლით 1 რამდენად იყო მინისტრის ფოსტა დაცული? ნიშნავს თუ არა პაროლი 1 დაცვას? თანამედროვე მიდგომით, პაროლი უნდა იყოს გრძელი, მინიმუმ 8 და სასურველია 12- სიმბოლოიანი. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი და მცირე ასოები, ციფრები და სხვადასხვა სიმბოლოები. აშკარაა, რომ მინისტრის პაროლი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორ მოახერხა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მინისტრის დაცულ ელექტრონულ სისტემაში შესვლა? მონიტორინგის სამსახურის დასკვნითაც დასტურდება, რომ თეა წულუკიანის ოფიციალური ელექტრონული გვერდის პაროლი მხოლოდ ციფრი 1 იყო, ეს პაროლი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გახდნენ. ვის ევალებოდა მინისტრის ფოსტის უსაფრთხოების დაცვა და რატომ ვერ აღმოაჩინეს მასში უცხო პირის შესვლა რამდენიმე თვის განმავლობაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში არ წერია, მათ მხოლოდ ჯიმშელეიშვილის ბრალეულობა გამოავლინეს. თუმცა ჩვენ მოვიკვლიეთ დეტალები, რომლებიც სურათს უფრო გასაგებს ხდის. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული და დამტკიცებულია ელექტრონული მართვის სისტემის (EMშ) მოხმარების ინსტრუქცია. ამ დოკუმენტის მე-7 გვერდზე აღნიშნულია, რომ მომხმარებელი ვალდებულია სტანდარტული პაროლი აუცილებლად შეცვალოს. ამ ინსტრუქციის მიხედვით, მინისტრი წულუკიანი (ანდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი) იყო ვალდებული სტანდარტული პაროლი 1-იანი შეეცვალა, რაც შორენა ჯიმშელეიშვილის მინისტრის გვერდზე შესვლას იმთავითვე გამორიცხავდა. ვის უნდა აღმოეჩინა უცხო პირი მინისტრის სისტემაში? ამ კითხვაზე პასუხამდე მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ და როგორ აღმოაჩინა ჯიმშელეიშვილის შესვლა. იმ დოკუმენტებით, რომლებიც რადიო თავისუფლებას აქვს, შორენა ჯიმშელეიშვილი მინისტრის გვერდზე პირველად 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ამ მომენტიდან ექვსი თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ერთ-ერთი თანამშრომლის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინისტრის ფოსტაში იპოვეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, მისი შექმნილი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს დოკუმენტები შექმნილი იყო შორენა ჯიმშელეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სამსახურებრივი კომპიუტერიდან. რომ არა მინისტრის სისტემაში შექმნილი წერილის რამდენიმე სატესტო შაბლონი, ძნელად სავარაუდოა ჯიმშელეიშვილის სისტემაში ყოფნა ვინმეს აღმოეჩინა.ამ მოსაზრებას ამყარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამუნა ფაჩულიას, მონათხრობი, რომელიც სასამართლოში ჯიმშელეიშვილის ინტერესებს იცავს. ფაჩულიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოში წარადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ პაროლ 1-იანის გამოყენებით მინისტრის პირად გვერდზე სატესტო ვარჯიშის დროს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ. უბრალოდ, მათ მინისტრის პირად სისტემაში დოკუმენტი არ შეუქმნიათ და, სავარაუდოდ, მათი დადგენა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა. “ჩვენ დავაყენეთ სასამართლოში კონკრეტული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ ჯიმშელეიშვილის გარდა მინისტრის სისტემაში სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, სხვებმაც ჩათვალეს, რომ ეს იყო მინისტრის სატესტო [ წარმოსახვითი, პირობითი] და არა რეალური გვერდი, პაროლ 1-იანის გამოყენებით შედიოდნენ და მას სავარჯიშოდ იყნებდნენ”, გვითხრა საიას იურისტმა თამარ ფაჩულიამ. დამძიმებული ბრალდება მონიტორინგის სამსახურის დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებები ხელოვნურადაა დამძიმებული. მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ ჯიმშელეიშვილმა ოთხი თვის განმავლობაში 71-ჯერ შეაღწია მინისტრის ფოსტაში, სინამდვილეში კი სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ჯიმშელეიშვილი სულ ხუთ სხვადასხვა დღეს შევიდა პროგრამაში. უბრალოდ, ამ შესვლებისას, ჯამში, 71 მოქმედება განახორციელა. თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში ისიცაა აღნიშნული, რომ ჯიმშელეიშვილს არაფერი გაუფუჭებია, არაფერი წაუშლია ან გადმოუწერია; წერია, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ნახავდა, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტს თუ წაიკითხავდა. იუსტიციის სამინისტროს ამ თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც მინისტრის სისტემის დაცულობას აღწერს. დოკუმენტში წერია, რომ მინისტრ წულუკიანს შეუძლია პროგრამაში ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს (თანამშრომლების უმრავლესობას მხოლოდ სამსახურებრივი ქსელიდან აქვს წვდომა სისტემაზე). ამიტომაც ძნელია იმის დადგენა, კონკრეტული ქმედება მინისტრმა განახორციელა თუ სხვა პირმა, ვინც უნებართვოდ იყო შესული მის გვერდზე. ამის დასტურად სპეციალისტს მოჰყავს ოთხი დოკუმენტი და აღნიშნავს, რომ მასზე მინისტრის ხელმოწერაა თუ სხვა პირის, გასარკვევია. ვინ იყო პასუხისმგებელი მინისტრის გვერდის უსაფრთხოებაზე, რატომ ჰქონდა მინისტრის დაცულ სისტემას პაროლი 1-იანი, მონიტორინგის სამსახურს დასკვნაში ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არ გაუცია, დამნაშავედ მხოლოდ შორენა ჯიმშელეიშვილი გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას კომენტარის გაკეთებაზე იუსტიციის სამინისტროდან უარი გვითხრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში შორენა ჯიმშელეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებიდან 10 თვე გავიდა. ის საიას დახმარებით სასამართლოში ცდილობს შელახული უფლებების აღდგენას, იმის დამტკიცებას, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა კი დარღვევებითაა მომზადებული. ადვოკატი ამბობს, რომ იმედი აქვს, ჯიმშელეიშვილს სასამართლო სამსახურში აღადგენს და განაცდურ ხელფასსაც აუნაზღაურებს. წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურას ათეულობით ყოფილი თანამშრომელი ედავება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენიმე მათგანმა სამინისტროს სასამართლო დავა უკვე მოუგო და მათ სასარგებლოდ სახელმწიფო უწყებას ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. წყარო: რადიო თავისუფლება
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ინგა გრიგოლიამ ტვ "პირველის" დირექტორის თანამდებობა დატოვა
ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს. "საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. სტატუსზე, რომელსაც დავწერ,არასდროს აღარ გავაკეთებ დამატებით კომენტარს. დავწერ და შევეცდები აქვე ავხსნა და აქვე დავასრულო ამ თემაზე საუბარი.. რაც ტვ,,პირველის ,,დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, არც ერთ გადაცემაში არ ჩავრეულვარ და სულ ვიამაყებ იმით,რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჩემი ტელევიზია მაძლევს, ესაა თავისუფლება და ზუსტად ვიცი, რომ ეს თავისუფლება იქნება მუდამ ტვ ,,პირველის,, მთავარი ღირებულება. ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა...ასეც ვაპირებ გაგრძელებას. ბოლო პერიოდში,ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო,რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში.. ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს,რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი,მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი,რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი ,რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა(გავაგრძელებ იგივეს)... რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს,ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს,რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში. ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე,ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა . ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია. აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები ,,რეაქციის,,წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი. მადლობა მთელს ტელევიზიას,ტვ ,,პირველის,,მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე. მეტად აღარ გავშლი ამ თემას. მანერვიულებს,ძალიან მანერვიულებს.. მოკლედ, კუდები არ მოაბათ,სრულიად გულწრფელი ვარ, როცა ამ სტატუსს ვწერ. ვატოს ველაპარაკე და ისე ვწერ ამ გადაწყვეტილებას. ორშაბათიდან ასმაგი ენერგიით ვიმუშავებ,აქამდე რომ არ მიმუშავია ,ისე. ვგიჟდები ტვ ,,პირველზე,,ვაფრენ და უამრავი სიახლე გვაქვს ჩაფიქრებული,რომელსაც ერთად გავაკეთებთ.. ვატო, დიდი მადლობა ნდობისთვის, მიყვარხარ.შენ ჩემი ცხოვრების გამორჩეული მეგობარი ხარ. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები და ზუსტად ვიცი, რომ ტვ ,,პირველის ,,იქით ,ჩემთვის არჩევანი ,უბრალოდ, არ არსებობს. მადლობა თავისუფლებისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზუსტად გაიგე, რას ვამბობ ამ სტატუსით. არ გამიბრაზდე! მოკლედ, რამდენი ვწერე...რთული იყო დაწერა და იმიტომ..მეც ადამიანი ვარ და არის ადამიანური ემოციები, რომელიც რთულად მართვადია. მეგობრებო,შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს,,რეაქციაში,,მერე ხუთშაბათს, მერე ისევ შაბათს ,მერე ისევ სამშაბათს, ხუთშაბათს,შაბათს და ასე შემდეგ))))))))))) და სიბერემდე ვიქნები სულ ჩემს საყვარელ ტვ ,,პირველზე,, ჟურნალისტად, პროდუსერად თუ სხვა პოზიციაზე,ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბევრად უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს გადაცემებს, რომელსაც ბევრი რამ დავაკელი, მენეჯერად გადასვლის გამო. ვატოს გარდა, დედამიწაზე არავისთვის შემითანხმებია ეს გადაწყვეტილება, ჩემი შვილიც ამ სტატუსიდან გაიგებს. ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი. საქმეც და ოჯახიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ხოდა ,დირექტორობის გარეშე გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, ისე, როგორც მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ცოტა ხალისიანად რომ დავასრულო ეს სტატუსი-,,ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია,, კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ,ტყუილად არ დამირეკოთ ,ყველაფერი დავწერე,რაც სათქმელი იყო. ტელევიზიის მთელს გუნდს ორშაბათს შევხვდები და უფრო დეტალურად ავუხსნი ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს. მისამართი იგივეა. თბილისი,ზოვრეთის 1. ტვ ,,პირველი,,,რომელიც ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ჩემი ოჯახი!))))))). P.s-დირექტორი იქნება თავად ვატო✌️✌️✌️✌️✌️"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
Spectator: საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, რათა უსაფრთხო დისტანციაზე ჰყავდეს „რუსი დათვი“
„სამეფო ხარისხი - რუსეთის მეფეებისა და კომუნისტების მმართველობის დროს რუსები გასართობად საქართველოში ჩადიოდნენ“, - ამერიკულ გამოცემა Spectator-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში უილიამ კუკი წერს. „ეს რეგიონები არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს“, - ამ გაფრთხილებას ვკითხულობთ საქართველოს დედაქალაქის - თბილისის სიცოცხლით სავსე ცენტრის გამოკრულ რუკაზე, - მოგზაურობა ამ რეგიონებში არ არის რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აფხაზეთი - მანქანით სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზე. მეორე რეგიონია სამხრეთ ოსეთი - სულ რაღაც 1 საათი თბილისიდან. 2008 წლის შემდეგ ორივე რეგიონი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ სქართველოს ხელისუფლების სრული იგნორირებით. მიუხედავად ამისა, აქ - თბილისში ნამდვილი ტურისტული ბუმია და ტურისტების დიდი რაოდენობა რუსეთიდანაა. ეს ნატიფი ირონია აჯამებს ყველაფერს, რაც აქცევს თბილისს ესოდენ მომნუსხველ ქალაქად - მეტროპოლიას, სადაც, კალეიდოსკოპის მსგავსად, ყველაფერი სულ სხვა ფერებში გვეჩვენება. სახელისუფლებლო შენობებზე და შიგნით საქართველოს დროშებს გვერდს უმშვენებს ევროკავშირის დროშები, არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ მას წევრობა სურს. გარდა ამისა, შარშან, ჩემი სტუმრობის დროს ლამპიონი მორთული იყო ნატოს დროშებით - და ისევ, არა იმიტომ, რომ საქართველო ნატოს წევრია, არამედ იმიტომ, მას ალიანსში შესვლა სურს. საქართველო არის ევროპის „სადაო ტერიტორია“, მოქცეული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ქვეყნის მზერა ყოველთვის იყო და არის მიმართული ევროპისკენ, მაგრამ რუსეთი მარწუხებს არ ადუნებს. თავდაპირველად რუსეთის მეფემ განახორციელა საქართველოს კოლონიზაცია. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის პერიოდი 1917-1921 წლებში, რომელსაც ისევ მოჰყვა კოლონიზაცია, ამჯერად საბჭოეთის მიერ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებმა აღიდგინეს დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთს მათი გაშვება არაფრის დიდებით არ სურდა. საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, რათა უსაფრთხო დისტანციაზე ჰყავდეს „რუსი დათვი“, მაგრამ სამხრეთის საზღვარზე ნატოს წევრის ყოლას ვლადიმერ პუტინს ყველაფერი ურჩევნია. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მოძრაობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პუტინს აძლევენ შესაძლებლობას, ჰყავდეს საქართველო ახლოს. ნატო ვერ მიიღებს საქართველოს, სანამ რუსული ჯარები რჩებიან საქართველოს მიწაზე. შესაბამისად, ამ ჯარების გაყვანა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი. ერთხელ მომიწია ნატოს წვრთნებზე დასწრება, რომლებიც (პირველად ისტორიაში) საქართველოს წინამძღოლობით იმართებოდა. ამ წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, წარმომადგენლებთან ერთად. მე შევხვდი საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასვე გავხდი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მოწმე ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიების ქართველ ვეტერანებთან - ეს იყო ინვალიდების სევდისმომგვრელი შეკრება. შეხვედრებს შორის დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში და ვტკბებოდი დასავლურისა და აღმოსავლურის კოლორიტული ნაზავით. ფართო ბულვარებზე სეირნობისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარიზში ხართ. მეორე მხრივ, ჩაუყვებით თუ არა მიხვეულ-მოხვეულ შუკებს, უმალ აღმოსავლეთში აღმოჩნდებით. კიდევ უფრო დიდი განსხვავება იგრძნობა უძველესსა და თანამედროვეს შორის: კლდის სიღრმეში ნაკვეთი სამიკიტნოები და ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები ხშირად გვერდიგვერდ არის განლაგებული. თუმცა ყველაზე დიდი კულტურული დაპირისპირება თაობების თვალსაზრისით არის თვალშისაცემი - ერთი მხრივ, ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, გონებაგახსნილნი და ოპტიმისტურნი და, მეორე მხრივ, უფროსი თაობის რუსულად მოსაუბრე ქართველები, რომლებიც აღიზარდნენ საბჭოთა კავშირის პირობებში. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაბადებულთათვის ეს იყო ფანტასტიკური შესაძლებლობა - ცხოვრებამ მათ გზა გაუხსნა. მეორე მხრივ, ეს იყო კატასტროფა მათთვის, ვისაც ასაკი ახალ ცხოვრებაზე მორგებაში თუ თავიდან დაწყებაში ხელს არ უწყობდა. მართალია, პუტინის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს „კლანჭებში ყოლას“, არსით გეოპოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ რიგით რუსებს უფრო სენტიმენტალური გრძნობები აკავშირებთ ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან. რუსეთის მეფისა და კომუნისტების მმართველობის დროს სწორედ აქ ჩამოდიოდნენ რუსები დროის სატარებლად. საქართველოში საუკეთესო ღვინოა, საუკეთესო კლიმატი, საუკეთესო პლაჟები, საუკეთესო სამზარეულო. „საბჭოთა კავშირის ქალაქებს შორის თბილისი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან მას იმდენად არ შეხებია საბჭოთა ცხოვრების უფერულობა და მონოტონურობა, - აცხადებს არტურ კესტლერი, - ამ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური მომხიბვლელობა, არც ევროპული და არც აზიური, არამედ ორივეს სვებედნიერი ნაზავი“. ეს სვებედნიერი ნაზავი დღესაც შეიმჩნევა, მიუხედავად თბილისის კარზე მომდგარი რუსი ჯარისკაცებისა. საქართველოში ჩემი „ნატოელი“ გზამკვლევი გახლდათ ისლანდიელი ქალი, რომელიც აქ შარშან ჩამოვიდა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. ცხადია, რომ მას აქ ძალიან მოსწონს. ერთხელ მან „ძველი მეტეხის“ რესტორანში წამიყვანა, რომელიც მიხვეულ-მოხვეული მდინარის თავზე წამომდგარ კლდეზე იწონებს თავს და ზევიდან დასცქერის ხელისგულზე გაშლილ ქალაქს. ატყდა სიმღერა და ცეკვა-თამაში, რაც მოგვიანებით უეჭველად აისახებოდა ჩემს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასევე იყო უთვალავი კერძი, რომლებსაც ცეცხლივით წითელ ღვინოს ვაყოლებდით. ისევე, როგორც [ქართული] კულტურა მთლიანობაში, ადგილობრივი სამზარეულოც წარმოადგენს რუსულისა და თურქულის კომბინაციას. ხემსი იმხელა ჯამით მოგვართვეს, რომ მთავარი კერძი მეგონა. და როცა მთავარი კერძი შემოაბრძანეს, მე უკვე საკმაოდ დანაყრებული გახლდით. ფიცროი მაკლინი (როგორც ამბობენ, ჯეიმს ბონდის პერსონაჟის პროტოტიპი) ბევრჯერ ყოფილა თბილისში. „ქალაქმა უმალ მომნუსხა, - წერდა იგი, - ეს სახლები, გიჟმაჟური სტრუქტურები წინ გამოშვერილი, ფერდობის გვერდზე მერცხლის ბუდესავით დაკიდებული ვერანდებით. ქვევით მთის ნაკადი თქარუნით მიექანება. შორს ფერდობზე კი ისევ სახლები მოჩანს“. შეიძლება ვცდები (და, ალბათ, ვცდები კიდეც), მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მაკლინი სწორედ იმ რესტორანს აღწერს, მე რომ ვისადილე წუხელ. გავჩერდი „თბილისი მარიოტში“, რაც ჩემში თავიდან დიდ აღფრთოვანებას არ იწვევდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს იყო საუკეთესო „მარიოტი“, სადაც ოდესმე გამიტარებია ღამე - თითქოს „ოქროს ხანიდან“ გადმოტანილი, სასახლესავით დიდებული მარგალიტი თბილისის ყველაზე ფეშენებელურ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე, აშენებული რუსეთში მონარქიის დაისის პერიოდში. ასეთი ქარიშხლიანი ისტორიის მქონე ქალაქში ყველა შენობა თავის ისტორიას გვიყვება. გზის გაყოლებაზე მდებარე „ბილტმორი“ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე „მარიოტი“. ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი თაღიანი პორტიკის თავზე შეამჩნევთ საბჭოთა პერიოდის ფრიზებს ბედნიერ მშრომელთა გამოსახულებებით, რომლებიც პარტიის კეთილდღეობისთვის იღვწიან. მეორე დილით ვეწვიე ეროვნულ მუზეუმს, რათა თვალი გადამევლო საქართველოს რთული ისტორიისთვის. სწორედ აქ ჩამოსულან იასონი და არგონავტები ოქროს საწმისის საპოვნელად. ყოველთვის მეგონა, რომ ოქროს საწმისი ოდენ მითი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველები მას იყენებდნენ ოქროს მოსაპოვებლად. „კავკასიონის მთებიდან მოედინება ბევრი მდინარე. ამ მდინარეების წყალი კი შეიცავს უხილავ ოქროს მტვერს, - წერდა აპიანე ალექსანდრიელი ჩვ. წ. მე-2 საუკუნეში, - ადგილობრივები ამ მდინარეებში ავლებენ საწმისს და ასე აგროვებენ მოტივტივე ნაწილაკებს“. საქართველოს თანამედროვე ისტორია შემაძრწუნებელი მოვლენებით არის აღსავსე: პირველ რიგში, აღსანიშნავია ქართველი დისიდენტების ამოჟლეტა სტალინის მიერ, რომელიც, - ო, ირონია! - თავად ქართველი იყო. 1920-იან და 1940-იან წლებს შორის დახვრიტეს 70 000 ქართველი და გადაასახლეს 200 000. „ქართველი მხატვრები და წითელი ტერორი“ - ამ გამოფენაში ერთმანეთის გვერდით განთავსებულია დისიდენტი მხატვრების ნაშრომები და მათ წინააღმდეგ რეპრესიების ამსახველი დეტალები. შრომით ბანაკებში (საიდანაც ადამიანები აღარ ბრუნდებოდნენ) გადაყვანილი „მოღალატეების“ შვილები კი სახელმწიფოს მეურვეობაში გადადიოდნენ. „მათი იზოლირება გარდაუვალი იყო, - აცხადებდა სტალინისტი დიპლომატი ვიაჩესლავ მოლოტოვი, - ისინი ხომ ჯოჯოხეთს დაატრიალებდნენ საჩივრების წერით“. არის თუ არა საბჭოთა რეპრესიები მხოლოდ ისტორიის წიგნების მასალა? არ მგონია. „კგბ ისევ გითვალთვალებს“, - გვამცნობს წარწერა კედელზე. მლოცველებით და ხატებით დახუნძლულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც შევედი და სანთელიც დავანთე - კონკრეტულად არავისთვის. როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში, საქართველო ცნობილია თავისი ეკლესიებით. თბილისის ცენტრშიც კი, სადაც ამერიკული კულტურის შემოჭრა აშკარად იგრძნობა, ეს დახვეწილი მარადიული მონუმენტები დღესაც ინარჩუნებენ მისტიკურ ელფერს. გახდება თუ არა საქართველო დასავლური სახელმწიფო, როგორც ეს მას ყოველთვის ეწადა, თუ მას პუტინი შთანთქამს? შეინარჩუნებს თუ არა თბილისი იმ სამხრეთულ მომხიბვლელობას, იმ სიმსუბუქეს, ოდესღაც ფიცროი მაკლინი - შოტლანდიელი საიდუმლო აგენტი რომ მონუსხა? სტუმრობის დროს გაკეთებული ჩანაწერების გადაკითხვისას შევნიშნე ციტატა, რომელიც, ჩემი აზრით, აჯამებს საქართველოს პოზიციას: „ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ევროპულ სახელმწიფოებს? ჩვენი 2 000-წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და მდიდარი ბუნება. რუსეთმა შემოგვთავაზა სამხედრო მოკავშირეობა, რომელზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ისინი აღმოსავლეთისკენ მიიწევენ, ჩვენ კი მზერა დასავლეთისკენ გვაქვს“. თავიდან მეგონა, რომ ეს სიტყვები ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ქართველმა მინისტრმა წარმოთქვა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს სიტყვები მუზეუმში მქონდა წაკითხული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, ნოე ჟორდანიას ციტატა. ეს სიტყვები მან 1921 წელს წარმოთქვა - სულ რამდენიმე კვირის შემდეგ წითელი არმია თბილისში შევიდა.