საგანგებო მდგომარეობაში კომენდანტის საათი არ იგულისხმება – გიორგი გახარია

0
https://primetime.ge/sagangebo-mdgomareobashi-komendantis-saati-ar-iguliskhmeba/ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას. ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ რას ვაკეთებთ: ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეთა მობილურობას და მოვუწოდებთ მათ, კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე ჩვენი ოჯახის წევრების, პირველ რიგში, მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგა, ჩვენ ამის საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალებებიდან დაწყებული, უბრალოდ უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან 21 მარტს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან, ხოლო დარღვევის განმეორებისას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 48 ადამიანს. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს. შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
0