ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება!

0
მოგესალმებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, რაც მოიცავს მთელ რიგ სამართლებრივ პროცედურებს, ქვემოთ აღწერილია ეს წესები, ასევე მთავრობის მიერ შედგენილი ტექსტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, თუ რა შეზღუდვები ამოქმედდება სულ რამდენიმესაათში.. 10 პროცედურული ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად (კონსტიტუციისა და სხვა აქტების მიხედვით): 1. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით; 2. პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას; 3. პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ ბრძანების კონტრასიგნაციას; 4. პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან; 5. პრეზიდენტი ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; 6. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე; 7. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი განიხილავს დაუყოვნებლივ. მას კენჭი ეყრება წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა პროცედურების გავლის გარეშე; 8. საპარლამენტო განხილვა მიდის შემდეგი პროცედურით: - ძირითად მომხსენებლად გამოდის პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი; - თანამომხსენებლებად გამოდიან პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები; - კამათი არ მიმდინარეობს; - დასკვნითი სიტყვით გამოდიან მხოლოდ პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი და პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი; 9. პარლამენტის საგანგებო მდგომარეობას ამტკიცებს აბსოლუტური უმრავლესობით (76 ხმა); 10. პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს დადგენილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. შენიშვნა 1: თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საგანგებო მდგომარეობა უქმდება. შენიშვნა 2: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უფლებების შესაზღუდად საჭიროა პრეზიდენტის დეკრეტი, რაზეც ცალკე პროცედურა არსებობს. რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა⤵️⤵️⤵️⤵️ იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის გადაყვანისთვის. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები; საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა; დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები; საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები; იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება; მთავრობას ექნება უფლება კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება; აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას; მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს; საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზებას; საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად; ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევა, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღქვეთის ვადით; სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები. გარდა ამისა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საგანგებო რეჟიმი მედიას შეზღუდვებს არ უწესებს და საკომენდატო საათი არ დგინდება.
#politics
#news
#photo
0