ბედნიერების მათემატიკური ფორმულა

0
ბედნიერების მცნება ერთობ განსხვავებული და ყველა კულტურისთვის ინდივიდუალურია, რაც ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. არსებობს ბედნიერების მათემატიკური ფორმულა, რომელის ავტორია ამერიკელი ფსიქოლოგი, ტოდ კაშდანი.
ბედნიერების ფორმულა = (Mx16 + Cx1 + Lx2) + (Tx5 + Nx2 + Bx33)ბედნიერების მთავარი ფაქტორებია: იცხოვრეთ მომენტით (M) - იყავით ცნობისმოყვარე (C) - ყოველთვის დაკავდით იმით, რაც გიყვართ (L) - იფიქრეთ სხვებზე (T) - გაუფრთხილდით ურთიერთობებს (N) - იზრუნეთ თქვენს სხეულზე (B) პროფესორი ექვსივე ინგრედიენტს დეტალურად განმარტავს: 1. იცხოვრეთ მომენტით: დატკბით სურნელით, ხმით, შეგრძნებებით და იმ ყველაფრით, რასაც ყოველდღე ხედავთ და შეიგრძნობთ. 2. იყავით ცნობისმოყვარე: გამოიძიეთ ამ სამყაროს უცნობი, გასაიდუმლოებული და რთული ასპექტები, თუნდაც დღეში ერთხელ. 3. ყოველთვის დაკავდით იმით, რაც გიყვართ: საქმე, რომელიც გიყვართ და გახარებთ, თქვენი ბედნიერი ცხოვრების გარანტია. აუცილებლად დაკავდით საყვარელი საქმით დღეში ერთხელ თუნდაც სამსახურში და დღეში ერთხელ დასვენების დღეებში. 4. იფიქრეთ სხვებზე: უთხარით სხვებს კომპლიმენტები, აკეთეთ კარგი საქმე და ისწავლეთ მოსმენა. გააკეთეთ ასე დღეში მინიმუმ ხუთჯერ და ნახავთ, რომ ბევრად უფრო ბედნიერი იქნებით, როცა სხვას გააბედნიერებთ. ბევრი ამბობს, რომ ჯერ შენი თავი უნდა შეიყვარო და მერე სხვა, მაგრამ მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. 5. გაუფრთხილდით ურთიერთობებს: დღეში მინიმუმ ორჯერ დაუთმეთ დრო მეგობარს, პარტნიორს ან ოჯახის წევრს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე დანარჩენები. 6. იზრუნეთ თქვენს სხეულზე: ამისთვის სულაც არ არის საჭირო სპეციალური პროცედურების და დიეტის დაცვა. საკმარისია ჯანსაღი კვება და დღეში მინიმუმ სამჯერ მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
#გააჟღერე
#მეცნიერება
#ხელოვნება
#ახალიამბები
Feedc
0