ვენეციაში რამდენიმე დელფინი გამოჩნდა

ByM.m.m.Georgia
0
იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი მოსახლეობა გარეთ გამოსვლას მაქსიმალურად თავს არიდებს, რის გამოც ქუჩები და ცენტრალური მაგისტრალები საგრძნობლად დაცარიელდა. ცხადია, ამან გარემოზეც იმოქმედა. კორონავირუსით შექმნილმა კარანტინმა ქალაქებში დიდი კვალი დატოვა. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ვენეცია - წყლის ქალაქი არნახულად გაიწმინდა. ადგილობრივების ცნობით, ვენეციაში არსებული წყლის არხები ბოლოს ასეთ მდგომარეობაში 60 წლის წინ იყო. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფოტოები სწორედ ამას ცხადყოფს - ვენეციაში რამდენიმე დელფინი გამოჩნდა. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა იტალიაში 4032 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
#coronavirus
#italy
#venice
#კორონავირუსი
#პანდემია
#იტალია
#ვენეცია
#news
ByM.m.m.Georgia
0