საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარკეტებში სპეციალური ზომები უნდა დაწესდეს, რაც იმას გულისხმობს, დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომლის თანახმადაც, ადამიანებმა მარკეტის რიგშიც ერთმანეთთან უსაფრთხო დისტანცია - 2 მეტრამდე მანძილი უნდა დაიცვას.
მისივე თქმით ეს მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრანსპორტშიც იქნება სპეციალური პირობები იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხო ტრანსპორტირება განხორციელდეს.
#გიორგიგახარია
#მთავრობა
#10მეტრი
#დახურულიტერიტორია
#დარჩისახლში
#tbilisidaily