როგორ ვისარგებლოთ ექიმის კონსულტაციით სახლიდან გაუსვლელად
310 Views
Headline
Tbilisi · 6 months ago

მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვირჩევს, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრა.

ერთია სახლში თვითიზოლაციაში ყოფნა და ისეთი გეგმების გადადება, როგორებიცაა მეგობრის წვეულებაზე წასვლა, საღამოობით კინოთეატრში სტუმრობა თუ მოგზაურობა სხვა ქვეყანაში, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ექიმთან კონსულტაცია გვესაჭიროება? განსაკუთრებით ახლა, როცა კლინიკებში ხალხმრავალ რიგში დგომა ასევე საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს.

გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს: ინოვაციურ სამედიცინო პლატფორმა REDMED-ს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის საშუალებას სახლიდან გაუსვლელად გაძლევთ.

ერთი შეხედვით რთულად დასაჯერებელი ჩანს, თუმცა REDMED სამედიცინო ეკოსისტემაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ჯანმრთელობაზე ზრუნვას კიდევ უფრო ამარტივებს.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.

#news #coronavirus #headline
Headline
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment