ესპანეთში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა დღეს 24 926-ს მიაღწია!

0
Worldometers-ესპანეთის კორონავირუსის გავრცელების ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ბოლო დღის მანძილზე ქვეყანაში ინფიცირების 3 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც საერთო რაოდენობამ 24 926-ს მიაღწია. რაც შეეხება დაღუპულებს, 233 ახალი შემთხვევით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 1326-ს მიაღწია. ცნობისთვის, ამ დროისთვის ვირუსისგან 2125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 939 პაციენტი იმყოფება.
0