ბელგიური ვაფლის რეცეპტი-ბედნიერი დღის გემრიელი დასაწყისი.

0

ბელგიური ვაფლი🧇

ინგრედიენტები ზეთი - 120 მლ მარილი - 1/2 ჩ.კ სოდა - 1/2 ჩ.კ რძე - 300 მლ შაქარი - 3 ს.კ ფქვილი - 2 ჭიქა კვერცხი - 4 ვანილი მომზადების წესები შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, სოდა, შაქარი და ცოტა მარილი. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულებს დაამატეთ ვანილი, რძე და ზეთი. ათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილიანი ნარევი. ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და ფრთხილად შეურიეთ ცომს. გააცხელეთ ვაფლის საცხობი, დაასხით ცომი და გამოაცხეთ სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს. ვაფლი მიირთვით ხილით, ნაღებით, შოკოლადით, ნაყინით, კარამელით, მურაბით და ა.შ.
#დილამშვიდობისა
#საუზმე
#გემრიელიდესერტი
#საუზმეტიფანისთან
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება
0