პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების, მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არსებობს
154 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

პრეპარატი „,პლაქვენილი“ ნებისმიერ დაინფიცირებულ პაციენტს მიეწოდება კლინიკაში, ამიტომ ამის შეძენა და სახლში დასაწყობების აუცილებლობა არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების პრეპარატი.

„ეს პრეპარატი მხოლოდ დაავადებულებს ენიშნებათ. აქედან გამომდინარე, არავითარი აუცილებლობა არ არის, შეიძინოთ და სახლში დააწყოთ. ასეთმა საქციელმა შეიძლება, დეფიციტური გახადოს პრეპარატები და ვისთვისაც საჭიროა, შეიძლება, ვერ მიიღონ. თუ შესაძლებელია, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მისი შეძენისგან. ნებისმიერ პაციენტს, ვისაც დაუდასტურდება და მოხვდება კლინიკაში, ეს პრეპარატი მიეწოდება. მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არსებობს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

#კორონავირუსი #საქართველო #plakvenili #პლაქვენილი #მედიკამენტები #coronavirus #covid19
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
9
Write a comment