Radiohead

0
არსებობენ მუსიკოსები, რომლებზეც ვგიჟდები, და ასევე ისინი რომელთა გარეშეც ერთი ჩვეულებრივი დღე ვერ წარმომიდგენია. განა როგორ შეძლო ჩემსავით ჩვეულებრივმა სტუდენმა ებინდგონის ბიჭებისთვის განკუთვნილ კერძო სასწავლებელში გაეცნო ჯონი და კოლინ გრინვუდები, ედ’ო ბრაიენი, და ფილიპ სელუეი და ჯერ კიდევ უნივერსიტეტში შეექმნა ბენდი და დაეწერა/ შეესრულებინა/ შეეგრძნო/ გადმოეცა მუსიკის ის ჟღერადი ჰანგები, რომელითაც ყოველ დღე ვტიბები?! თავიდანვე მეამბოხე ხუთელი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში გამეფებული მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც დირექტორმა ისინი დასაჯა და სარეპეტიციო ოთახის გამოყენების საშუალება არ მისცა. თუმცა, ბიჭებისთვის ეს დაბრკოლებანამვილად არ ყოფილა, მუსიკის განყოფილებაში გააგრძელეს რეპეტიციების ჩატარება. ტომმა Creep 1987 წელს დაწერა, მას ერთ-ერთ ბარში უცნობი გოგონა მოეწონა, ბარმენს გამბედაობის მოსამატებლად სასმელის დასხმა თხოვა. არაფერიც არ მომხდარა, ყველაფერი იმდენად ბანალურად დასრულდა მეტიც რომ არ შეიძლებოდა. ტომი დათვრა გოგონა კი წავიდა. სწორედ იმ გაუბედაობას, საკუთარ თავში თავდაუჯერებლობას მიუძღვნა ეს ლეგენდარული სიმღერა რომელსაც ვერასდროს ვიგდებ თავიდან. I wish I was special, so fucking special, but I’m a creep... 90-იანებში მსმენელები სწორედ ქრიფის მოსასმენად მიდოდნენ და ბენდის სხვა სიმღერების მიმართ არც თუ ისე დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი ქონდათ, სწორედ ამიტომ 2009 წლისან მოყოლებული ქრიფი 7 წელი არ გაჟღერებულა მიუხედავად ფანების დაჟინებული თხოვნისა. ფანების და არა მხოლოდ მათი ოცნება 2016 წელს ახდა და დღესაც მახსოვს ლაივს რომ მოვუსმინე რა დამემართა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ 2017 წლის შესრულება უდაოდ საუკეთესოა ბოლო პერიოდის ლაივ ვერსიებს შორის. ამ სიმღერის იმდენი მრავალი ქავერი არსებობს, თუმცა ვერცერთი ისე ღრმად და ემოციურად ვერ აღწევს ჩემამდე როგორც თავად ტომის ორიგინალი. განა რამე, უბრალოდ სულ მინდოდა რაღაც დამეწერა სულ მცირე მაინც იმაზე თუ რატომ უღმერთოდ მიყვარს ეს ტრეკი.
#Radiohead
#Music
#ThomYorke
0