თვითიზოლაციისას საკითხავი წიგნები

0
მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნი, რომელიც დროებით მოგწყვეტთ დღევანდელობას, ეს გახლავთ , , ბილი მილიგანის მრავალი გონება, , - რომელსაც საფუძვლად რეალური ადამიანის ისტორია უდევს. ბილი სტენლი მილიგანი, ცნობილი, როგორც ბილი მილიგანი (დ. 14 თებერვალი, 1955 — გ. 12 დეკემბერი, 2014) — ჯონი მორისონის და დოროთი მილიგანის მეორე ვაჟი. ცნობილი ამერიკელი მოქალაქე, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში. გარკვეული დროის შემდეგ ის მოხვდა თითქმის ყველა სასწავლო ფსიქიატრიულ წიგნში, როგორ უიშვიათესი ფსიქოლოგიის მქონე. ის არის ადამიანი, რომლის სხეულში 24 პიროვნება ცოცხლობდა. ყველაფერი გაირკვა მას შემდეგ, რაც 23 წლის ასაკში ბილი ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამი ქალის გაუპატიურების და შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ფსიქოლოგებმა ღრმად შესწავლის შემდეგ მას იდენტურობის დისოციაციური აშლილობა დაუდგინეს. 24 პიროვნებიდან მთავარი მხოლოდ ათი იყო, ხოლო დანარჩენი მეორეხარისხოვანი. პიროვნებები იყვნენ: თვითონ ბილი, არტური (განათლებული ინგლისელი, „ოჯახში“ წესრიგზე პასუხისმგებელი), რეიგენი (იუგოსლავიელი კომუნისტი, ფლობდა კარატესა და ცეცხლსასროლ იარაღებს), ალენი (ქურდბაცაცა), ტომი (ელექტრო ტექნიკის ოსტატი), დენი (14 წლის შეშინებული ბიჭი), დევიდი, კრისიტინი (3 წლის გოგონა), კრისტოფერი და ადალანა (19 წლის ლესბოსელი, ხელოვანი).
Tbilisi
Senaki
0