საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

0
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. "ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 21 აპრილამდე გაგრძელდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი, კორავირუსის ის ეტაპია, რომელიც შიდა გავცრცელებას გულისხმობს. შოდა გავრცელების შემთხვევაში კი აუცილებელია მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში 48 დაინფიცირებულია, საკარანტინო ზონაში 2300 ადამიანი იმყოფება. ამას გარდა მოსახლეობის დიდი რაოდენობა თვითიზოლაციაში იმყოფება.
#საქართველო
#საქართველოსპრეზიდენტი
#კორონავირუსი
#შიდაგავრცელება
#თვითიზოლაცია
#zugdididaily
0