0
ძველ საქართველოში ქორწილის მეორე დღეს ვაჟის ოჯახი რძლის ოჯახს იწვევდა სახლში. თუ პატარძალი ქალიშვილი არ იყო, ქალის ოჯახიდან მოსულ მამაკაცს მიაწვდიდნენ ღვინით სავსე თასს, რომელიც გაბზარული იყო. ამ დროს ქალი უკან უნდა წაეყვანათ. ასეთი წესიც არსებობდა: პირველი ღამის შემდეგ, მეორე დღეს, თუ პატარძალი მამამთილს და ქმარს პირის დასაბანად წყალს არ დაუსხამდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქალიშვილი არ იყო. პატარძლის მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ, ვისთან შეცდა მათი ქალიშვილი და მას აიძულებდნენ ცოლად შერთვას. ღალატის შემთხვევაში ქმარს შეეძლო ცოლის დასჯა და ამის რამდენიმე ფორმა არსებობდა. ერთ-ერთი გახლდათ სახედარზე უკუღმა შესმა და ქუჩაში გატარება.
0