ობუჯი - წალკოტი შენგან ძალიან ახლოს..!

0
ზღვის დონიდან 160 მეტრზე მდებარე სოფელი - ობუჯი, სილამაზით და ისტორიოთ ოდითგანვე ხიბლავდა დამთვალიერებლებს. აქ შევხვდებით ულამაზეს მდინარე ჭანისწყალს, XI საუკუნით დათარიღებულ ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, ბევრი მწერლის თუ კინორეჟისორის სახლ-მუზეუმებს, სიმწვანით და სიდიადით გამორჩეულ ბუნებას და თბილი თვალებით მომზირალ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენი ლამაზი სოფელი არ ღალატობს ტრადიციულ მეგრულ სამზარეულოს, ამიტომ აქ დააგემოვნებთ ყველაზე გემრიელ ელარჯს, რომლის გემო მთელი სიცოცხლის მანძილზე თან გაგყვებათ.
სოფელში არის ახლად აშენებული ეკლესია, რომელიც თავისი სილამაზით ყველა ტურისტის თუ ადგილობრივის გულს იპყრობს
თუმცა, ჩვენთან, ისევე როგორც საქართველოს სხვა სოფლებში, არის მიგრაციის პრობლემა. ამიტომ, ხშირად შეხვდებით მიტოვებულ სახლებს და ხავსმორეულ მეგრულ "ოდას", რომელიც შველას ითხოვს. ასე რომ, ეს პატარა წალკოტი გელით ყველას, ვისაც ნამდვილი სილამაზის შეგრძნება გწყურიათ..! პატივისცემით, შოთა👋
#გააჟღერე
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
Feedc
0