28 იანვარი

14
მთვარის ოცდამეხუთე დღე🌚🌒 

28 იანვრის დაბადებულები:

28 იანვარს მტკიცე ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. ისინი პატივმოყვარე, მიზანსწრაფული და ჯიუტი პიროვნებები არიან, ყოველთვის აქვთ საკუთარი მოსაზრება, იცავენ მას, მაგრამ სხვისი აზრი არ აინტერესებთ. გარშემომყოფ ადამიანებთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ, რადგან საკუთარი სარგებლის ძიებაში სხვები ავიწყდებათ. აქედან გამომდინარე, გარედან დახმარების პოვნა უჭირთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ოჯახურ ცხოვრებაში იმედგაცრუებები აქვთ, შეიძლება რამდენჯერმე დაქორწინდნენ, მაგრამ ეს სასურველ ბედნიერებას ვერ მოუტანთ. ფინანსებში გაუმართლებთ, თუ ფულს სარფიანად განკარგავენ.
28 იანვარს დაბადებულების დიდი საქმეების გაკეთების უნარი შესწევთ. ჩანაფიქრის ასასრულებლად მათთვის აუცილებელია ნების სიმტკიცეცა და ფიზიკური ძალაც. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი ფაქტორი, ნებისყოფა მათ აძლევს ბიძგს, ენერგიას, რაც მათ ნაბიჯებს გააზრებულს ხდის, ხოლო შინაგანი რესურსები მთლიანად იხსნება. ეს ადამიანები თავიანთი გზით მიდიან, მათი მხრიდან პროფესიის, ინტერესების არჩევა ინდივიდუალურია. ამ დღეს დაბადებულები, ჩვეულებრივ, რეალურად უყურებენ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ეს გარედან ზედმეტ თავდაჯერებულობადა და წინდაუხედაობად აღიქმება. მაგრამ 28 იანვარს დაბადებულები ყველაფერს აკონტროლებენ. ნაკლებად განვითარებული პიროვნებები, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ზედმეტი შეფასების, პატივმოყვარეობის გამო, ცხოვრების გზაზე ბევრ წარუმატებლობას აწყდებიან.
მათთვის დიდი ბედნიერებაა დაბრკოლებების გადალახვა და ხელმძღვანელობის შესაძლებლობა. თვისებები – პატიოსნება და თვითმყოფადობა კი საშუალებას აძლევს, იყვნენ შესანიშნავი უფროსები, ან, უბრალოდ, კარგი ადამიანები. თუმცა, ხანდახან რელობას მოსწყდებიან ხოლმე. ცხოვრებაზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ფიასკოსა და ყოველდღიურობასთან შეჯახების შემდეგ შეიძლება ირწმუნონ, რომ ცხოვრება მოსაწყენი, ერთფეროვანი და უაზროა.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს. 

დღის საკითხავი :

 მუხანოს და რატის ელოდება თავიანთი არგვეთი, პატარა ლაშურა, დიდი კაკლის ხე, ჩვენი ჭა… სამშობლო არ დაივიწყო! შვილები ქართველებად დაზარდე!..
დაუკვირდი საკუთარ თავს, კარგად დაუკვირდი - განა არ გრძნობ ყოველმხრივ უპირატესობას ყველა სხვა ერის წარმომადგენელთან შედარებით?
არ შეიძლება არ იგრძნო, უკეთუ კარგად დაუკვირდები. და, როგორ გგონია, რა არის ამ გრძნობის საფუძველი? საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი? დღევანდელი უბადრუკი საქართველო?
არა. შენი ამ უპირატესობის საფუძველი შენივე სისხლია. ის სისხლი, რომელიც ჩქეფდა შენი შორეული წინაპრების ძარღვებში და აწ შენში ჩქეფს. ვინ იყვნენ შენი წინაპრები?!…
არ გეგონოს, შენი სისხლის ისტორია დავით აღმაშენებლით, შოთათი, ილიათი, აკაკითი, და ვანიჩკათი იწყებოდეს! შენ იმ ხალხის სისხლი და ხორცი ხარ, რომელიც ფლობდა მთლიან კავკასიას, მცირე აზიას, სირია-პალესტინა-ფინიკიას… ხმელთაშვა ზღვის მთელ აუზს…
ქართულმა მოდგმამ პირველმა მოიპოვა და დაამუშავა სპილენძი, რკინა, ფოლად, ვერცხლი, ოქრო… ქართული მოდგმის წვლილია ვენახი და ღვინო…
ქართველთაგან გაიცნო მსოფლიომ ცხენი და საომარი ეტლი…
მსოფლიო მეცნიერების აღიარებით - არ არსებობს მეორე ენა - ქართულივით მდიდარი. არ არსებობს ანბანი - ქართული ანბანივით სრულყოფილი. არავისთვის ისე სისხლხორცეული არაა სჯული ქრისტესი, ვითარცა ქართველებისთვის.
ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეროვნული გახადეს. ბრძოლა საქართველოსთვის - იყო ბრძოლა ქრისტიანობისთვის, თავგანწირვა ქრისტიანობისთვის - თავგანწირვა საქართველოსთვის!
ქართველი იყო წმინდა გიორგი კაბადოკიელი, ქართველი იყო ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (პეტრე იბერი)… ბასილი კესარიელი და გრიგოლ ნოსელი…
საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. საქართველომ ჩაიბარა კვართი უფლისა… დედამიწის ზურგზე არცერთ ერს თავის ქვეყანაში (მით უმეტეს თავისი ქვეყნის გარეთ) იმდენი ტაძარი არა აქვს, რამდენიც ქართველთ. ქართული ქრისტიანობა განსხვავებულია ყველა სხვა ერის ქრისტიანობისგან.
ქართული ქრისტიანობა მხედრული ქრისტიანობაა, წმინდა გიორგის წინამძღოლობით. ბევრი იყო სექტა… და არის… ამ ახალი მოდის სექტებში ჩაბმა ყველას მიეტევება, ქართველის გარდა. ქართველთათვის ის ქრისტიანობა, რომელიც გვაქვს არის არა მარტო სჯული, არამედ მიწა-წყალი საქართველოსი.
ენაა ქართული, ოჯახი ქართული, წინაპართა საფლავებია, აკვნებია ნაშიერთა, და ის ქართველი, ვინც ეჭვს შეიტანს ჩვენს ამ მამაპაპისეულ სარწმუნოებაში, ვინც დაუპირისპირდება მას, ვინც კრიტიკულად განეწყობა მისდამი, იგი, (თვითონ შესაძლოა, არც იცის, ისე) უარს ამბობს საკუთარ მამაზე, საკუთარ შვილზე… ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე, ვინაიდან სამშობლოს გარეშე, დედაენის გარეშე, მშობლების გარეშე და მომავლის გარეშე ადამიანი არ არსებობს, როგოც ასეთი! და განა ქრისტე ამას გვიქადაგებს?…
ქრისტიანობა არაა მატერიალური რელიგია, როგორც ეს მათ მიაჩნიათ, ქრისტიანობა ღრმადფილოსოფიური რელიგიაა, მისი ჩაწვდომა დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას და სულიწმინდით აღვსებას საჭიროებს.
ღმერთმა გადაგვარებული დედამიწა პირველად წყლით გაწმინდა, მეორედ განწმენდს ცეცხლით! მეორედ მოსვლა იქნება მართლა სამოთხეში დაბრუნება!
ყურად იღე ღაღადისი შენივე სისხლისა! გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!"                              
მუხრან მაჭავარიანი
ბედნიერ დღეს გიაურვებთ💖💖💖
14