სირია და ირანი გერმანიის გადაწყვეტილებას გმობს

Headline

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოფიციალური დამასკოს გმობს გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების თაობაზე. საგარეო უწყების განცხადებით, ბერლინის გადაწყვეტილება „სიონიზმის კარნახით და აშშ-ის პოლიტიკის მორჩილებით არის განპირობებული“. „ჰეზბოლას“ მოკავშირე სირიის ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს გერმანიასთან და ორ ქვეყანას შორის კონტაქტი დედაქალაქ დამასკოში არსებული ჩეხეთის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება. მსოფლიოს მასშტაბით, მრავლა ქვეყანას აქვს „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთა ტერორისტულ ორგანიზაციად აღაირებული, ხოლო ოფიციალური ბერლინი აშშ-ის, ბრიტანეთის და სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებას შეუერთდა და ამ ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთაც აღიარა ტერორისტულ ელემენტად. „ჰეზბოლას“ პოლიტიკური ფრთა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლიბანის შიდა პოლიტიკაში და ამ სახელმწიფოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მისი წევრები არიან წარმოდგენილები. გერმანიის გადაწყვეტილება დაგმო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთში არსებული მოცემულობისა და რეალობის გვერდის ავლით, „სიონისტური რეჟიმის (იგულისხმება ისრაელი) კარნახით იღებს გადაწყვეტილებებს“. სპიკერის, აბას მუსავის თქმით, ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილება ლიბენის მთავრობისა და ერის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, რადგან „ჰეზბოლა“ ამ სახელმწიფოს პოლიტიკურ დღისწესრიგში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ჰყავს წარმომადგენლობა აღამსრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში. მუსავის განცხადებით, „ჰეზბოლა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ ლიბანში, არამედ რეგიონის სხვა სახელმწიფოებშიც, რადგან ისინი ტერორისტული ორგანიზაცია „სიალმური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Germany #Iran #Syria #Hezbollah #ban #terrorism #headline