საქართველო - ბელარუსი | ცნობილია მატჩის ჩატარების თარიღი

ByM.m.m.Georgia
0
ყველაფერთან ერთად, კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო სამყაროც შეცვალა. პრაქტიკულად ყველა ჩემპიონატი და საერთაშორისო ტურნირი შეჩერდა და გადაიდო. მოგეხსენებათ, წლევანდელ ზაფხულს გასამართი ევროპის ჩემპიონატი უეფამ ერთი წლით გადადო. გარდა ამისა, ერთა ლიგის ფინალური შეხვედრების ჩატარების დროც შეიცვალა. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს - წესით, ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენს გუნდს 26 მარტს ბელარუსისთვის დონამო არენაზე უნდა ემასპინძლა, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მოგებულს უნდა შევხვედროდით. გადაწყდა - მარტის ნაცვლად, ბელარუსს 2 ივნისს 21:00 საათზე შევხვდებით. ამავე დღეს ჩრდილოეთ მაკედონია კოსოკოს ეთამაშება. ოთხთა ფინალის პრინციპით გამოვლენილი გამარჯვებული 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩები იქნება. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.
#football
#georgia
#belarus
#nationsleague
#uefa
#euro2021
#ფეხბურთი
#საქართველო
#ბელარუსი
#ერთალიგა
#უეფა
#ევრო2021
#news
#სიახლე
ByM.m.m.Georgia
0