მამა შალვა კეკელია: მზად ვარ დამიჭირონ

ByM.m.m.Georgia
0
კორონავირუსის პანდემიის გამო 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 1 თვის გამნავლობაში, 21 აპრილამდე გაგრძელდება. მოგეხსენებათ, წელს აღდგომა 19 აპრილს იქნება. ამასთან დაკავშირებით ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარმა, შალვა კეკელიამ, რუსთავი 2-თან ისაუბრა. "მღვდელი რო არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომაზე წირვას ვერ გავაცდენ. სულ რომ მოვკვდე, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, ეკლესიას ვერასდროს დავთმობ. აღდგომა დღეს სახლში არ დავრჩები. ეს ყველა ქრისტიანის დღესასწაულია. ურწმუნოება მომკლავს, თუ ვირუსი მომკლავს... მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წამოვიდე. მზად ვარ ციხეში დამიჭირონ და იქ მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე", - თქვა მამა შალვა კეკელიამ. შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოში ათი ან მეტი ადამიანის შეკრება კანონით იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა ყველა დაწესებულებას, მათ შორის ეკლესიას ეხება.
#საპატრიარქო
#შალვაკეკელია
#კორონავირუსი
#საგანგებომდგომარეობა
#საქართველო
#პანდემია
#მთავრობა
#აღდგომა
#news
#opinion
ByM.m.m.Georgia
0