2 votes
3 comments
0 shares
Save
211 views
გიორგი გაბოძე
Tbilisi · 3 months ago

ვჭრით და ვიბარებთ რადიატორებს 😂😂🗣️🗣️🗣️


გიორგი გაბოძე
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Damn Delicious
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ჟელეს ტორტიკი
📍500გრამი არაჟანი ან გავაკეთე 300გრამი არაჟნით და 200გრამი კეფირით და უგემრიელესი გამოვიდა💕 📍ჟელატინი 30გრამი 📍200გრამი შაქარი 📍1პ. ვანილი💕 🔹1პ. ფერად ჟელეს ვურევთ 400გრამ ცხელ წყალს, ასე ვიმეორებთ სხვებზეც და 3-4 საათის განმავლობაში ვიღებთ მაცივრიდან, კუბიკებად ვჭრით. 🔹500გრამ არაჟანს ვურევთ შაქარს, სანამ შაქარი არგაიხსნება, შემდეგ 30გრამ ჟელატინს ვუმატებთ 200გრამ ადუღებულ წყალს, როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ, ჩავასხათ არაჟნიან მასაში. 🔹კუბიკებად დაჭრილ ჟელეს ვურევთ არაჟნიან მასაში, ჩავასხავთ ნებისმიერ ფირმაში და 20წთში მზადაა💖(არც დამჭირდა 20წთ) 🥰 გემრიელად მიირთვით💕#ჟელესტორტი #კულინარია #culinary #food #ახალიამბები
Luka Todua
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ღომის მილფოია ანუ ჩემს მიერ სხვა თვალით დანახული სამეგრელო.
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მოქცეულია მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღავს შორის. ეს არის ზუსტი გეო ლოკაცია იმ ადგილისა, სადაც თქვენ ქართული გასტრონომიის ავთენტური სუფრის ტრადიცების და გემოების სიმფონიის პლუს უსასრულობაში აღმოჩნდებით. ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო შესავალი როდესაც გინდა სტუმარს გაუმასპინძლდე ღომით, პიტნიანი ნადუღით და ხარჩოთი. ხო და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ამ სამეულის ისეთი რეცეპტი, რომელიც ამ ულამაზესი კუთხის უნიკალურობას ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს. პროდუქტები: (6-8 ულუფა) ქათმის ხარჩო ქათმამი– 1 კგ პომიდორი – 300 გ ხახვი – 2 თავი უცხო სუნელი – 1 სადილის კოვზი ყვითელი ყვავილი – 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი – 1 სადილის კოვზი ნიორი – 4 კბილი ტომატ-პასტა – 30 გ ნიგოზი – 400 გ სიმინდის ფქვილი – 2 სადილის კოვზი კარაქი – 100 გ მარილი, წიწაკა გემოვნებით პიტნიანი ნადუღი: ნადუღი-100 გრ არაჟანი- 50 გრ ნიორი-1 კბილი პიტნა-10 გრ ქინძი-10 გრ მწვანე ხახვი -10 გრ მარილი გემოვნებით. რაც შეეხება ღომს მომზადების წესს, მას ცვლილება არ სჭირდება, იდეალური ღომის მისაღებად საჭიროა ღერღილი იყოს კარგად გარეცხილი და როგორც მეგრელები იტყვიან კარგად იყოს „ჩუნაფილი“ , ანუ სწორ კონდიციამდე მისული მასა. ამის შემდეგ ღომი გადაგვაქვს ლანგარზე, ვშლით და სასურველ ფორმებს ვჭრით. მომზადების წესი, (ხარჩო): ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოამზადეთ სანელებლები. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში ცოტა წყალთან ერთად და შუშეთ. დაჭრილი პომიდორი ათქვიფეთ ბლენდერში. ხორცს დაუმატეთ ცხიმი და ხახვი. შუშეთ დაახლოებით 8-10 წუთი. კარგად რომ ჩაიშუშება, პომიდორი დაასხით. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, დაუმატეთ ნიგვზიანი მასა და ურიეთ. როცა წამოდუღდება, დაამატეთ წიწაკა, ნიორი, ძმარი, მარილი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, ბოლოს დააყარეთ ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, მარილი, სიმინდის ფქვილი, დაასხით წყალი და აურიეთ. პიტნიანი ნადუღი: ჯამში მოათავსეთ ნადუღი და არაჟანი. პარალელურად დააბლებდერეთ: პიტნა, ქინძი, ნიორი, მწვანე ხახვი და ცოტა სითხე. შემდეგ დაუმატეთ ნადუღის მასას , შეაზავეთ მარილით და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. საჭიროა კრემისებრი მასის მიღება. რაც შეეხება მილ-ფოის აწყობას, სასურველ ფორმებად ამოჭრილი ღომის ფორმები ცხელ ზეთიან ტაფაზე გადავიტანოთ და მივიყვანოთ ოქროსფერ შეფერილობამდე, შემდეგ გადმოვიტანოთ სალფეთქიან თეფშზე და შევაშროთ. ცალკე საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ ნადუღის მასა. მაქსიმალურად მოვუჭირით ზემოდან რომ ჰაერი სრულიად გავდევნოთ. ღომის ერთ ფირფიტაზე საკონდიტრო ტომრით ნადუღის კრემის გადატანა დავიწყოთ ზუსტი ხელის მოძრაობებით, შემდეგ ზემოდან დავადოთ მეორე ფირფიტა, და იგივე გავიმეოროთ. როდესაც მეგრულ ოჯახში ღომზე მიგიწვევენ, კარის ზღურბლზე წარმოთქვით „ჯგირო ბუა თე ოჯახის!“, ამით მასპინძელს და მის ოჯახს გაახარებთ და შეიძლება ღომთან ერთად სხვა გემრიელობებიც შემოგთავაზონ, რაზეც უკვე შემდეგ ბლოგში ვისაუბრებ.#chef #cuisine #food #georgia #tbilisi #stayhome #foodislove #loveisfood
Luka Todua
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პასტა "al limone" ნინუცა ჯაფარიძეს რეცეპტით
დღეს მინდა გაგაცნოთ ადამიანი რომელიც სარესტორნო საქმისა და კულინარიის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. გაიცანით ნინუცა ჯაფარიძე, გოგონა რომლის დამსახურებითაც ქართული გასტრონომია და სტუმართ-მასპინძლობის სისტემა უახლოეს მომავალში რამდენიმე საფეხურით მაღლა აიწევს. ნინუცა ამჟამად Liberal Art-ის სტუდენტია, თუმცა პარალელურად ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა კულინარიაშიც. იგი თვლის რომ სამზარეულოში აუცილებელია სამი რამ: გამოცდილება, საბაზისო ცოდნა და გემოების აღქმა.ნინუცას საბოლოო მიზანია რესტორატორობა, შესაბამისად ის თვლის რომ მისი პროფესიონალიზმი მხოლოდ კერძების კეთებით არ უნდა ისაზღვრებოდეს რადგან კარგი რესტორატორი აუცილებლად უნდა იყოს მულტიფუნქციური და თავისუფლად უნდა ითავსებდეს მენეჯერისა და სომელიეს საქმიანობა. ნინუცა დღეს გაგვიზუარებს მის მომზადებული "Pasta al limones" ს რეცეპტს. ინგრედიენტები: ნაღები 180მლ კარაქი 80გრ ლიმონი 1 ცალი პარმეზანი 75გრ სპაგეტი მარილი პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: ვიღებთ ლიმონს, ვჭრით შუაზე, ვწურავთ და ვხეხავთ ცედრას. ამასობაში ვიწყებთ პასტისთვის წყლის ადუღებას (ბევრი მარილით) და სპაგეტის მოხარშვას. მეორე ქვაბში ვასხავთ ნაღებს, ლიმონის ცედრას დაბალ ცეცხლზე და მივიყვანთ წამოდუღებამდე, ეტაპობრივად დავიწყებთ კარაქის კუბების დამატებას და მორევას მანამ, სანამ სოუსის შესქელებული და ერთიანი მასა არ გვექნება. პასტა ამ დროში მოხარშული უნდა იყოს ალ დენტემდე, გადავწუროთ და ერთი ჭიქა პასტის წყალი შევინახოთ სოუსისთვის. სოუს დავუმატებთ ნახევარ ჭიქა გადანახულ წყალს და სპაგეტის. კარგად მოვურევთ და გამოვრთავთ გაზს. ეტაპობრივად დავიწყებთ გახეხილი პარმეზანის დამატებას და მორევას (პარმეზანი დაგვეხმარება სოუსის შესქელებაში). როდესაც პარმეზანი ბოლომდე გადნება სოუსში დავამატებთ ორ სუფრის კოვზ ლიმონის წვენს, კარგად მოვურევთ და ვნახავთ მარილი აკლია თუ არა(გასათვალისწინებელია, რომ პასტის წყალი მარილიანია და ასევე პარმეზანიც). გემრიელად მიირთვით!#chef #cuisine #tbilisi #georgia #forzaitalia #foodislove #loveisfood #pasta
გიორგი გაბოძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ეს რამე ახალი ბაბასილობააა??
Damn Delicious
Poti, Georgia · 1 month ago
ტორტილია, ტარხუნის პესტოთი
ინგრედიენტები: 🥩 400 გრ საქონლის ფარში 🥔 5 ც საშუალო ზომის კარტოფილი 🧅 2ც საშუალო ზომის ხახვი 🥚 6 კვერცხი 🌶 1 ც წითელი წიწაკა 🧄 2-3 კბილი ნიორი 🍷 100 მლ შავი ღვინო ( მე საფერავი გამოვიყენე) 🧂ხორცის საკმაზი გემოვნებით (კვლიავი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი) 🧂სვანური მარილი 🥬 1 ღერი პიტნის ფოთლები 🍶ზეთი შესაწვავად დაახ. 300 მლ 💫ფარშს ვშუშავთ, 1 ც წვრილად დაჭრილ ხახვში და ღვინოში, ვამატებთ წითელ წიწაკას და პიტნის ფოთლებს, ნიორს და სუნელებს. როგორც კი მოიშუშება და დაბრაწვას დაიწყებს, ვთიშავთ და გადაგვაქვს ცალკე ჭურჭელში. 💫ამასობაში კარტოფილს ვჭრით თხელ მრგავლ ნაჭრებად და ვყრით ზეთში, გახურებულ ტაფაზე, ვამატებთ ხახვს, მარილს და ვტოვებთ კარტოფილს ზეთში მანამ სანამ არ დარბილდება და გაწითლებას არ დაიწყებს. გამზადებული ხახვიანი კარტოფილი, გადაგვაქვს ცალკე ჭურჭელში. 💫 2 კვერცხს ცალკე ვთქვეფთ და 4 კვერცხს ცალკე, ორ სხვადასხვა ჭურჭელში. 2 კვერცხს ვუმატებთ ფარშის მზა მასას და ვასხამთ ტაფაზე, სიბრტყეზე. ამასობაში 4 კვერცხში ვურევთ კარტოფილის და ხახვის მასას და ვასხამთ ფარშის ზედაპირზე, (კვერცხში მარილს არ ვუმატებ, ვინაიდან შუგთავსს საკმარისი მარილი აქვს) ვაცხობთ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე, როგორც კი თავი მოშრება ვატრიალებთ გამომცხვარ მასას და ახლა მეორე მხრიდან ვაცხობთ 1 წუთით, გადმოგვაქვს ტაფიდან თეფშის დახურებით, ვჭრით და ვაწყობთ პესტოში🤗 პესტო: 🥬 1 შეკვრა ტარხუნა 🧀 50 გრ პარმეზანი 🥜 50 გრ ნიგოზი 🍶 100 მლ ზეითუნის ზეთი 🧄 1 კბილი ნიორი 💫ვაბლენდერებთ და ტარხუნის პესტო მზადაა, კონსისტენციის დასარეგულირებლად გამოიყენეთ ნაღები❤️#culinary #news #food #health #opinion #goodplaces #tortila #photo #art Tbilisi
გიორგი გაბოძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 2 days ago
12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, წაუკითხავად საბუთებს ხელი არ მოაწეროთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევისგან (სიგარეტის მოწევა, სმა). დაივიწყეთ ძველი წყენა და გაუმჯობესეთ დამოკიდებულება ძველ შეყვარებულთან, მეგობრებთან. კურო მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. არ დაუშვათ კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. ტყუპი მნიშვნელოვან საქმეებს კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს პრობლემებთან გამკლავებაში. კირჩხიბი ძირითად საქმიანობას მიაქციეთ ყურადღება; გასართობსა და ჰობის დრო სხვა დღეს დაუთმეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამოს სასიამოვნო ნაცნობობა და ახლობლებთან ერთად მხიარულება გელით. ლომი წარმატების მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. დაიხმარეთ კოლეგები. პარტნიორთან გააუმჯობესებთ ურთიერთობას, თუ მისი სურვილების გათვალისწინებით იმოქმედებთ. საღამოს კარგია მასაჟი, ცურვა. ქალწული სამსახურის საქმეების პარალელურად არც საოჯახო ვალდებულებები დაივიწყოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. სასწორი მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ. თუ რაიმეს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, დროს ნუ დაკარგავთ, ამოქმედდით. თუმცა, საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების გამო საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. მორიელი სანამ ძველ საქმეს არ დაასრულებთ, ახალს ხელი არ მოკიდოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. მშვილდოსანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი ყურადღებით გაიაზრეთ. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ მასთან დამოკიდებულებას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. თხის რქა სამსახურში მეტი ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ მხარეს. გაუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოთოკეთ ემოციები დ ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. ახალგაცნობილებს იმედი ნუ გექნებათ. მერწყული ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძალები. საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. მუშაობისას მოერიდეთ რისკს. მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულის გადაშლას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. თევზები შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, დაწინაურდეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მოერიდეთ თვითმკურნალობას. პირადში გადაწყვეტილებებს "ცხელ გულზე" ნუ მიიღებთ.#ასტროლოგია #astrology #ზოდიაქო #ასტროლოგიურიპროგნოზი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 days ago
დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა
ცნობილი ხდება, რომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა, ის მამასთან ერთად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოცხადდა. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ინციდენტს, რაზეც სისიხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. დავით კობალაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები 2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს , დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. მომხდარზე კომენტარს, "კურიერთან" თავად კობა კობალაძეც აკეთებს. "ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა მასზე აგორებული. ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და რეალური, სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს. არავის ვაფარებ ხელს. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი საქმეა,"- აცხადებს კობა კობალაძე. "რუსთავი 2"
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 3 days ago
"კანონიერი ქურდი" - ტერმინის წარმოშობა და ისტორია.
ისტორიული წყაროების ანალიზით, რომელსაც გვაწვდის დიოდორე სიცილიელი, ირკვევა, რომ ძველეგვიპტეში არსებობდა ქურდების კასტა.ქალაქში მცხოვრები ეგვიპტელები ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ განსაკუთრებული აღრიცხვა, სახელმწიფო მოხელე ყველას ეკითხებოდა, თუ რა წყარო გააჩნდათ მათ ცხოვრების. ქურდები არ მალავდნენ, რომ ისინი ქურდობით იჩენდნენ თავს. ქურდების უფროსს აღრიცხვაზე უნდა ჰყოლოდა ყველა ქურდი. ეს უკანასკნელი ნაქურდალს აბარებდნენ ქურდების უფროსს და მიუთეთებდნენ ქურდობის დღეს, საათსა და ადგილს. კანონიერი ქურდების გამოჩენას მიაწერენ 1930-იან წლებს, როდესაც სტალინის რეჟიმის რეპრესიებით პოლიტიკური ოპოზიციის აქტიურობა დახშული იქნა და გაძლიერდა ბრძოლა ზოგად კრიმინალთან. ამისათვის აუცილებელი იყო კრიმინალური სამყაროს კონტროლი. საამისოდ კი ერთად ერთ გზას წარმოადგენდა კრიმინალური ელიტის დამორჩილება. "ქურდი" -ასე ეწოდა რუსული კრიმინალური სამყაროს ელიტის წარმომადგენელს. აღნიშნული მოდელი რამდენიმე ათეული წლით ადრე წარმატებით განხორციელდა გერმანიაში, რის შედეგადაც კრიმინალმა მნიშვნელოვნად იკლო. მთავრობა აკონტროლებდა დამნაშავეობის ზრდას. არსებულ ვითარებაში იმ დანაშაულისა და კრიმინალური სამყაროს შესაჩერებლად ,რომელიც იმ დროისთვის არსებობდა,იყო ის,რომ ემართათ თავად კრიმინალური დაჯგუფებები და ცალკეული დამნაშავეები. სტალინმა სტრატეგიული გათვლა გააკეთა და შექმნა დამნაშავეებთან ბრძოლის ახალიმ ექანიზმი, ანუ მან კრიმინალი კანონის ჩარჩოებში მოაქცია და შექმნა ქურდის ახალიტიპი, რომელიც კანონის კონტროლქვეშ იქნებოდა. სწორედ ასეთს წარმოადგენდა კანონიერი ქურდი. კანონიერი ქურდები ციხეებსა და ზონებში მეფეებად გრძნობდნენ თავს. ისინი არმუშაობდნენ, ჰყავდათ თავიანთი არმია და გააჩნდათ ძალაუფლება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე. თავად კანონიერი ქურდები უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. ქურდი, რომელიც გამოდიოდა კონტროლიდან, სავალალო შედეგით ასრულებდა, მას ან “აფუჭებდნენ” ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 1 day ago
13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. ნუ იჩქარებთ დათანხმებას, თუ მეგობრები ან პარტნიორები ერთობლივ პროექტში მონაწილეობას ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლას შემოგთავაზებენ - ეს კვირა დიდი ცვლილებებისთვის შეუფერებელია. ახალი პროექტის წარმატებისთვის გავლენიანი პირების მფარველობა დაგჭირდებათ. კურო გამოცდისა და პროვოკაციების დღეა. ეცადეთ, მიწასთან ახლოს იყოთ და ცხოვრებისეულ წვრილმანებზე დროებით უარი თქვათ. ეს საშუალებას მოგცემთ მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ და სამომავლო მოქმედებები დაგეგმოთ. ტყუპები ამ დღეს უამრავი საოჯახო საქმის მოგვარება მოგიწევთ. კარგი იქნება, თუ ოჯახური ბიუჯეტის ხარჯვას გააკონტროლებთ, რადგან წინ დაუგეგმავი ხარჯი გელით. ეცადეთ, ყველაფრისთვის წინასწარ მოემზადოთ. კირჩხიბი თქვენი სასიცოცხლო აქტივობის მომავალი ციკლი გარე აურზაურისგან გარიდების ნიშნით ჩაივლის. ეს საშუალებას მოგცემთ, ყველაფერი მშვიდად გაიაზროთ და შეაფასოთ. მოულოდნელმა უსიამოვნებამ შესაძლოა, მეგობრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში ჩვეულზე მეტად თავშეკავებით იმოქმედოთ. ლომი ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, ფიზიკური ვარჯიშის ან სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის. მოსალოდნელია მეგობრებთან დიდი კამათი და დაპირისპირება - თქვენმა თავდაჯერებულობამ და საკუთარი პოზიციის პრინციპულად დაცვამ შეიძლება მათი გაღიზიანება გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირად ცხოვრებაში ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავოთ. ცხოვრება თავად გიკარნახებთ საუკეთესო გამოსავალს. ქალწული დღის პირველი ნახევარი კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის ხელსაყრელია. თუ ახალი პროექტის დაწყებას გეგმავთ, გავლენიანი პირების მფარველობა უნდა მოიპოვოთ. დღის მეორე ნახევარი ახლობელ ადამიანთან დაკავშირებულ უამრავ სანერვიულოს მოგიტანთ. თქვენი ურთიერთობა სავარაუდოდ, ჩიხში შედის. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ამ სირთულეს დაძლევთ, თუ სამუდამოდ დაცილდებით. სასწორი მძიმე და პასიური დღეა. ნებისმიერ საქმეში წინდახედულება, საღი აზრი და თავშეკავება გმართებთ. ერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მოსალოდნელია ტყუილი, აგრესია ან ძარცვა. კარგი იქნება, თუ დაგეგმილ შეხვედრებს მომავალი კვირისთვის გადაიტანთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. მორიელი ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ სასურველია თუნდაც ერთი დღით მშვიდი გარემო და დასვენება. ახლა ყველაზე მეტად ენერგიის შევსება გჭირდებათ. მშვილდოსანი კრიტიკული დღეა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები და არსებული მდგომარეობით უკმაყოფილება. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი. ახალი სასიყვარულო კონტაქტები პრობლემებისა და იმედგაცრუების მეტს არაფერს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის ტყუილი და ღალატი. თხის რქა დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია - თქვენს ნებისმიერ მცდელობას წინააღმდეწგობა და გაუგებრობა შეხვდება. მოსალოდნელია უთანხმოება ახლობელ ადამიანთან. თავს იჩენს დაღლილობა და გაღიზიანება. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციები თანდათან შესუსტდება. მერწყული დაძაბული დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ პრონციპებსა და მსოფლმხედველობას გამოცდას მოუწყობს. უსიამოვნო ცნობამ ან ცრუ ინფორმაციამ შესაძლოა შეცდომა ან ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. ერიდეთ გაუმართებელ ხარჯებს და გახსოვდეთ საკუთარი ფინანსური ვალდებულებები. თევზები ეს დღე სიყვარულს და თანხმობას განასახიერებს. ოპტიმიზმით და თავდაჯერებით სავსე ხართ. ამ დღეს უამრავი სასიამოვნო მოვლენა, გართობა და სასიხარულო ამბავი გელით.