ბელარუსში პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება ექნება

0
ბელარუსის მთავრობა აცხადებს, რომ პოლიციას ახლა უფლება ექნება “საჭიროების შემთხვევაში” მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს. საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომლებიც ორშაბათსაც გრძელდებოდა, ქუჩაში გამოსული ხალხი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.   ორშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოსვლები “ორგანიზებული და უკიდურესად რადიკალური” გახდა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და შინაგანი ჯარი ქუჩებს არ დატოვებს და საჭიროების შემთხვევაში საგანგებო აღჭურვილობას და სამხედრო შეიარაღებას გამოიყენებს." ორშაბათს, სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ წინა დღეს, დემონსტრაციებზე 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან 570 სასამართლო მოსმენის მოლოდინში, ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება. ორშაბათს, მინსკში, 2 ათასზე მეტმა ხანდაზმულმა ადამიანმა, მთავრობის საწინააღმდეგო “პენსიონერთა მარშში” მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ მათ სასიგნალო რაკეტის პისტოლეტებით და ცრემლსადენი გაზით უპასუხა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ სამშაბათს თქვა, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო გადადგომის შესახებ თუ არ გამოაცხადებს, ძალადობას თუ არ შეწყვეტს და 25 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გამოაცხადებს. ვილნიუსში მყოფმა ციხანოუსკაიამ თქვა, რომ “26 ოქტომბერს ყველა წარმოება გაფიცვას გამოაცხადებს, ყველა გზა გადაიკეტება, სახელმწიფო მაღაზიებში არანაირი გაყიდვები აღარ იქნება." https://www.amerikiskhma.com/a/belarus-allows-police-to-use-firearms-against-protesters/5619644.html
#ახალი_ამბები
#მსოფლიო
0