კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

0
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსს მთელ მსოფლიოში 12 944 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი ახალი კორონავირუსის შედეგად იტალიაში, ჩინეთსა და ირანში გარდაიცვალა.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#world
0