სვანური ჩაჩქვი, იგივე „მერხელი“

0
ჩაჩქვის გაკეთება რთული არ არის, თუმცა საკმაოდ ბევრი ინგრედიენტი დაგჭირდებათ და არც ერთი არ უნდა დაგაკლდეთ.

ინგრედიენტები:

•ჭინჭარი – 1 კილო (ახალდაკრეფილი, ნაზი ფოთლები) •მწვანე ხახვი – 2 კონა •ნივრის მწვანე ფოთლები – 2 ძირი (თუ არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ 1 თავი  ნივრით) •მწვანე წიწაკა – 1 ცალი •ნედლი პიტნა- 50-60 გრამი (მხოლოდ ფოთლები) •ქერის ან შვრიის ფქვილი – 1, 5 ჭიქა •მარილი – გემოვნებით

მომზადება საკმაოდ მარტივია:

ჭინჭრის ფოთლებს კარგად გარეცხავთ, გადაიტანთ ქვაბში და ასხამთ მდუღარე წყალს, ისე, რომ დაფაროს. ადუღებთ, სანამ არ მოიხარშება, შემდეგ კარგად გაქნით ხის მოსარევით. ამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს, ნიორს, წიწაკას, პიტნას და ფრთხილად ურევთ დაფქულ ქერს ან შვრიას. კიდევ ადუღებთ 5 წუთი და კიდევ ერთხელ გაქნით. როცა შეგრილდება, შეაზავეთ მარილით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ისე ცივად, შოთის პურთან ან მჭადთან ერთად. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნაღებიც. გემრიელად მიირთვით! ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
ფოტო: svanetinews
#ახალიამბები
#კულინარია
#სვანეთი
#გემრიელი
#გურმანი
#მივიწყებულიკერძი
#რეცეპტი
#zugdididaily
0