ჰაკერებმა აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჰაკერებმა აზიის და ევროპის ქვეყნებში იშშ-ის 20 ათასადმე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში.
თავდასხმისთვის მათ საფოსტო სამსახური Microsoft Exchange გამოიყენეს. გაზეთი Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ აშშ-ის ხელისუფლების ეჭვით, თავდასხმის უკან ჩინეთი დგას.
იერიში, სავარაუდოდ, დაიწყო შარშან, წლის ბოლოს. Microsoft-მა საპროგრამო უზრუნველყოფის სასწრაფო განახლება განახორციელა, რათა ჰაკერებისთვის შანსი არ მიეცა გაეტეხათ კომპიუტერები.
5 მარტის მონაცემებით, მათი მოხმარება საფრთხის ზონაში მყოფ მომხმარებელთა მხოლოდ ათმა პროცენტმა მოახერხა. WSJ-ის წყარო ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი, ვინც ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, 250 ათასს აღწევს. თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ჰაკერული თავდასხმა ისტორიაში.
დაზარალებულები Microsoft Exchange-ს მოიხმარენ კომპიუტერებზე და არა ე.წ. cloud services-ს. ამ მიზეზით ვერ შეაღწიეს მსხვილ კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებებთან ჰაკერებმა, თუმცა ზიანი მიაყენეს საქალაქო ადმინისტრაციების ქსელებში, საკრედიტო კავშირებში და მცირე ბიზნესის კომპანიებში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31137261.html
#ახალი_ამბები
#twitter