გორის რომელ სოფელში მოეწყობა სასმელი წყლის სისტემა?

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად მშენებელი კომპანიის შერჩევისთვის გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 888 150 ლარია. ტენდერების ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წინადადებების მიღება 16 ივლისს დაიწყება. პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება სოფელ ხიდისთავში ახალი რკინა-ბეტონის წყალმიმღებისა და შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა ინდივიდუალური მრიცხველებით. სოფელი ხიდისთავი ამჟამად სასმელი წყლით ატენის ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობიდან მარაგდება. სოფელში 1300 ოჯახი ცხოვრობს 4000 სულით. #სიახლეები #დღისსიახლეები #გორისმერია #goridaily #ახალიამბები