ბედნიერების ჰორმონები

0
ენდოკრინული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული არა მარტო ჩვენი ჯანმრთელობა, ასევე ჩვენი გუნება-განწყობილება. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ტვინში გამომუშავდება ნეიროჰორმონები, ე.წ. ბედნიერების ჰორმონები. მათგან ყველაზე ცნობილი ჰორმონებია ენდორფინები , დოფამინი და სეროტონინი. როცა ხდება ზედმეტი სეროტონინის გამომუშავება, ასეთ დროს ადამიანი ცხოვრებას უყურებს პოზიტიურად, ხოლო როცა ეცემა ბედნიერების ჰორმონების გამოყოფა, იწყება მძიმე დეპრესია. მეცნიერების აზრით ბედნიერება არის ქიმიური რეაქცია. მოსახლეობის 80%-ის შემთხვევაში გენეტიკა განსაზღვრავს ბედნიერების შეგრძნების უნარს და პირდაპირ არის დამოკიდებული ჰორმონალურ ფონზე. რაც უფრო მეტი ბედნიერების ჰორმონი წარმოიქმნება, მით მეტ სიამოვნებას იღებს ადამიანი ცხოვრებისგან, უფრო მეტიც, ადამიანები რომლებიც მიდრეკილნი არიან სხვადასხვა დამოკიდებულებებისადმი თავიდანვე იბადებიან ბედნიერების ჰორმონების დეფიციტით. 1. ენდორფინები – ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია, ისინი განსაზღვრავენ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. ენდორფინებს ადამიანი ეიფორიაში მოჰყავს, მას ასევე „ბუნებრივ ნარკოტიკს“ უწოდებენ. ენდორფინების მოქმედება წააგავს ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედების მექნიზმს, რომლის არსი ნერვული დაბოლოებების ბლოკირებაშია, რადგან ნერვული იმპულსები ბლოკავს მტკივნეულ სიგნალებს. ადამიანი, ენდორფინების ზეგავლენის ქვეშ ვერ გრძნობს უსიამოვნო ზემოქმედებას. ნებისმიერი დადებითი განცდა იწვევს სისხლში ენდორფინების დონის მატებას. სისხლში მათი დონის აწევა შესაძლებელია, თუ ორგანიზმს ფიზიკურად დავტვირთავთ, მაგ. სპორტით, ვარჯიშით. სისხლში ენდორფინების რაოდენობა იზრდება სიცილის და თქვენ წარმოიდინეთ ხელოვნური ღიმილის დროსაც. 2. ოქსიტოცინი – სინაზის და ნდობის ჰორმონი. წარმოიქმნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ამიტომ არის რომ შეყვარებული ადამიანი გრძნობს სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე გონია. 3. სეროტონინი – ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს, მსხალს, კარალიოკს და სხვა საკვებს, რომელიც შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს. მათ, ვისაც უყვართ ეს პროდუქტები, გაცილებით იშვიათად აწუხებთ უძილობა, უგუნებობა, დეპრესია და ნევროზი. სეროტონინი გამომუშავდება მაშინაც, როდესაც თავს ღირებულად და მნიშვნელოვნად ვგრძნობთ. გარდა ამისა, მას მადის კონტროლის უნარიც აქვს. სეროტონინი შეგვიძლია გამოვიმუშავოთ შემდეგნაირად: დეპრესიის დროს ტვინის გარკვეულ ნაწილს არ ძალუძს დაადგინოს ჩვენ მიერ გაფიქრებული წარმატება თუ დადებითი მოვლენა რეალურია თუ გამოგონილია. მაშასადამე, საკმარისია, “ვიოცნებოთ”, წარმოვიდგინოთ ჩვენთვის სასურველი მოვლენა, რომ სეროტონინიც გამომუშავდება. თუმცა მათ, ვისაც არ უყვარს ოცნება და არც დეპრესიულობას უჩივის, შეუძლიათ მიმართონ სულ მცირე 20 წუთიან მზის აბაზანას, როგორც სეროტონინის გამომუშავების ბუნებრივ წყაროს. 4. დოფამინი – კმაყოფილებისა და სიამოვნების ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს უწევს სასიცოცხლო ტონუსი, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა და ხდება უფრო მოტივირებული. იმატებს მამაკაცისა და ქალის ჰორმონები – ტესტოსტერონი და ესტროგენი, მათ იძლევა სიყვარული, სექსი, კარგი ეროტიკული განცდები. დოფამინი მოტორულ მოძრაობებსაც აკონტროლებს, მისი უკმარისობა პარკინსონის დაავადების მთავარი მიზეზი გახლავთ, ზედმეტი რაოდენობა კი შიზოფრენიას იწვევს. დოფამინს მადის დამთრგუნველი გავლენა აქვს. 5. ადრენალინი და ნორადრენალინი – მათი მოქმედება ხდება სტრესის დროს და მისი მეშვეობით ადამიანს ერთი შეხედვით შეუძლებელის შეძლების უნარი შესწევს. 6. მელატონინი – ძილის ჰორმონი, ის სერატონინის საპირისპიროა. გამომუშავდება დღის სინათლის არ არსებობისას. ამიტომაცაა ოთახის ჩაბნელება დასვენებასა და ადვილად ჩაძინებას რომ უწყობს ხელს. მისი გამოყოფა პიკს ღამის 2 საათისთვის აღწევს, ამიტომ აუცილებელია ამ დროისთვის ადამიანს ეძინოს. მელატონინი დაბერების პროცესს ანელებს. უძილობა მელატონინის დეფიციტს, მაშასადამე ნეგატიურ გუნება-განწყობასა და უენერგიობას განაპირობებს, თუმცა არც ჭარბი მელატონინია კარგი, ეს უკანასკნელი “ანტი–ბედნიერებას” უტოლდება. მელატონინის გამომუშავების სტიმულირება სიბნელესთანაა კავშირში. სკანდინავიის ქვეყნებში დაბნელება ზამთარში დღის 3 საათიდან იწყება, ამრიგად ნორვეგიელებს მელატონინის ზედმეტად დიდი რაოდენობა აქვთ, ეს კი მათი დეპრესიულობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ, რომ არ ვისაუბროთ d ვიტამინის მკვეთრ დეფიციტზე. ენდორფინების უკმარისობა იწვევს დეპრესიას. დეპრესიის დროს ადამიანები ბევრს მიირთმევენ რაც მათ სიამოვნებას ჰგვრით. იმისათვის, რომ ენდორფინების გამოთავისუფლება გამოვიწვიოთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, სულაც არ არის საჭირო ექსტრემალური ქმედების ჩადენა, ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება. არსებობს უამრავი ბუნებრივი და უსაფრთხო მეთოდი, რომლებიც ენდორფინების გამოტყორცნას უწყობს ხელს. ერთერთი მეთოდია საკუთარი აზრების კონტროლი და დადებითად აზროვნება, უარყოფითი აზრების გაჩენისთანავე მისი დადებითად შეცვლა. სპორტი ხელს უწყობს ენდორფინების გამოტყორცნას სისხლში. ულტრაიისფერი სხივებიც იწვევს ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებას. მუსიკით მიღებული სიამოვნებაც ენდორფინების გამოთავისუფლების შედეგია. ბედნიერების ჰორმონები წარმოიქმნება დადებითი ემოციების, სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, ვნების, მადლიერების გრძნობის შედეგად, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას და დიდხანს სიცოცხლეს.
#მეცნიერება
0