წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 79 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა, ილია დემეტრაშვილმა განუცხადა. როგორც დემეტრაშვილი განმარტავს, მოხუცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. „გეგმური შემოწმების დროს, ერთ-ერთ ბენეფიციარს დაუდგინდა კორონავირუსი, ის შესაბამის დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ჩვენთან კი, კარანტინია გამოცხადებული. ამჟამად, ჩივილები, ტემპერატურა არ აქვს, გეგმურად რომ არ შემოწმებულიყო, ვერც დავეჭვდებოდით“, - განაცხადა დემეტრაშვილმა.