ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა შელაპარაკების ნიადაგზე სამზარეულოს დანით მოკლა.
ნიკოლოზ წურწუმიამ მამას, 65 წლის კოტე წურწუმიას ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა დროულად შეძლეს და ამჟამად მსუბუქი დაზიანებებით, გადაყვანილია საავადმყოფოში.როგორც ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, მამა-შვილი ხშირად სვამდნენ და მათ შორის კონფლიქტი სიმთვრალის ნიადაგზეც ხშირად ხდებოდა.
დღევანდელი ტრაგედიაც სწორედ სუფრაზე დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა.
მოკლული კაცის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, გამოძიება
შსს-მ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლით დამნაშავე ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.