იტალიაში ახალი კორონავირუსით 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა

0
იტალიაში „კოვიდ-19“-ით 30 სასულიერო პირი დაიღუპა. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს. 16 სასულიერო პირი ბერგამოში გარდაიცვალა, 15 ჰოსპიტალიზებულია. ხუთი სასულიერო პირი გარდაიცვალა პარმაში. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარმაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 54 წლისაა.
#კორონავირუსი
0