ქობულეთი

0
ქობულეთი არის ქალაქი და კურორტი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე.

ქობულეთის ისტორია

XIII საუკუნემდე ქობულეთი ეკუთვნოდა ქობულაძეების საგვარეულოს. აქედან უნდა მომდინარეობდეს მისი სახელწოდება.ქობულეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის სამთავროში ტყვეთა ყველაზე დიდი ბაზრობის ადგილს. აქ ტყვეთა შესასყიდად რიზედან, გონიოდან და ტრაპიზონიდან მოდიოდნენ თურქი ვაჭრები. ქობულეთის ბაზარი ისე ცნობილი იყო, რომ იქ არამხოლოდ გურია-სამეგრელოდან, არამედ აფხაზეთიდან და ქართლ-კახეთიდანაც მიჰყავდათ ტყვეები. XVII საუკუნის შუა წლებში ქობულეთი და მისი შემოგარენი გურიელებმა უბოძეს თავდირიძეებს, რომლებიც მას XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე ფლობდნენ. ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ ქვემო გურია და ქობულეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. ოსმალეთის ბატონობის დროს ქალაქს ეწოდა თურქული სახელი ჩურუქ-სუ (Çürüksu).  1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთი იქცა ელიტურ კურორტად. ზღვისპირა ზოლი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს განკარგულებით გადაეცა საუკეთესო მთავარსარდლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსულ-თურქული კამპანიის დროს. მაღალჩინოსნებმა დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გაშენება მდიდრული აგარაკებით. ქობულეთის გამაჯანსაღებელმა კლიმატმა სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი. 1923 წელს ქობულეთმა მიიღო კურორტის სტატუსი. 1944 წელს კი ქობულეთმა ქალაქის სტატუსი მიიღო.

ალამბარი

ქ.ქობულეთის სოფელი ალამბარი მდებარეობს მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 60 მ, ქობულეთიდან 14 კმ.

ალამბრის ისტორია

როგორც ვიცით ყველა სოფელს თავისი ისტორია აქვს. მე მინდა გიამბოთ ჩემი სოფლის ალამბრის ისტორია, რომელიც სოფლის უხუცესი მაცხოვრებლებისგან გავიგე. XV-XVI საუკუნებში სოფელი ალამბარი შედიოდა გურიის სამთავროში. 1772 წლამდე ალამბარში ცხოვრობდა მამუკა თავდგირიძე, რომელიც ქობულეთის მმართველი იყო, მანამ, სანამ ქობულეთს თურქები დაიპყრობდა. სოფ.ალამბრის ციხეს ე.წ "კატის ციხეს" ძველათ ეწოდებოდა მამუკა თავდგირიძის ციხე, რომელსაც ბრძოლების დროს თავშესაფრად იყენებდნენ.
მამუკა თავდგირიძის მეუღლე იყო სოლომონ I-ის მამიდა.სოლომონს ჰყავდა 14 წლის ვაჟი მაქსიმე, რომელიც მუსლიმანური სარწმუნოებით მოინათლა და გახდა სულეიმანი. მამუკა თავდგირიძის შემდეგ ქობულეთის მმართველი გახდა სულეიმანი. სულეიმანს ეყოლა ვაჟი მემედი, მემედს კი ალი და ოსმანი. მემედის შვილი ალიფაშა იყო აჭარის მმართველი. 1877-78 წლებში აჭარა განთავისუფლდა თურქეთის მონობისგან და შეუერთდა საქართველოს. ალიფაშა კი თურქებმა გემით წაიყვანებს ალამისთვის ანუ დროშისთვის, ამდროს კი ერთ-ერთმა მებრძოლმა იკითხა სად არის ალამიო, რომელსაც უპასუხეს, რომ ალამი ბარში იყო, რის გამოც დაერქვა სოფელს ალამბარი.
Feedc
#გააჟღერე
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0