დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139569 დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ბუნებრივია, არჩევნები ზრდის ვირუსის გავრცელების საფრთხეს და ამ საფრთხის მასშტაბურობას დეფაქტო ხელისუფლება ვერ აცნობიერებს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანაშვილმა განაცხადა. , , ამ დრომდე დე-ფაქტო ხელისუფლებას არ დაუწესებია არანაირი შეზღუდვა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, არ დაწესებულა შეზღუდვა სარიტუალო ღონისძიებებზეც კი. ამასთანავე, ჩვენი ინფორმაციით, გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები მედიკამენტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან. არ არის საკმარისი რაოდენობის: პირბადეები, ხელთათმანები, ზეწრები და ა.შ. გალის რაიონში, სულ მცირე, 40 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. შედეგად, ასობით გალელი სტუდენტი მშობლებისგან ვეღარ იღებს ფინანსურ დახმარებას; ზოგიერთებს თბილისში უკვე შეექმნათ საცხოვრისის პრობლემა" - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
0