ასაკი

0
ასაკი რაა?! ორნიშნა ციფრის და ფიქრების გროვა თავხედი! მივლის გარშემო, თავს მახსენებს სეზონზე ერთხელ. ჰგონია, ამით შემაშინებს, გამაცამტვერებს და ძველ ხურჯინში მოვაგროვებ ნაპარავ წუთებს! ჩამეღიმება... გამიტაცებს ფიქრის მდინარე, წარსულს გაჩიჩქნის, მოგონებებს მომაყრის უხვად... რეალობაში სულ ამიბნევს ცხოვრებას ნაჩვევს და მაიძულებს სხვა ვეძებო–ბილიკი ველად... არ მეშინია მე ასაკის, ვფიცავარ წრფელად! წლები ვერ წამშლის–საუკუნეს მივართვი ძღვენი, როგორ ვიდარდო მე ასაკი თავნებამ, ხელმა, როცა წუთი მაქვს, წუთი დროსთან განაჯიბრები?! ის წუთი მათბობს, მილამაზებს დღეებს დარდიანს, მკვებავს და მაყრის მეოცნებე ფიქრებს ლაჟვარდის, რად მინდა წლები, უმიზნო და გულის დარდია– როცა წუთი მაქვს, წუთი ბედთან დანაჭიდები?! ბედნიერება სხვა რა არის, გულის ხარკია, არ აქვს წარსული, მომავალზე ფიქრსაც კი უფრთხის, მისთვის საკვები დღევანდელი დღე და წამია, წამი, რომელიც საუკუნეს უდაოდ უდრის! ხათუნა ფერაძე 22.07.2019წ.
#ხელოვნება
0