აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 420 პაციენტი კი გამოჯანმრთელდას
Tbilisi Daily
აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 420 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაცვალა.
ინფიცირებულებს შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიორგი კიკაბიძეა. ის თავს კარგად გრძნობს. არის უსიმპტომო და კლინიკაში სამკურნალოდ რჩება.
კლინიკა ჯამში 84-მა პაციენტმა დატოვა. სულ კრიტიკულად (მართვით სუნთქვიაზე) 38 პაციენტი იმყოფება. კლინიკაში სულ 728 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში 822, ხოლო ონლაინ კლინიკაში 2 315.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.