დეა სპეციალურად დაამეგობრეს თამუნასთან - რა ვერსიებზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი

Tbilisi Daily

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. თეონა თამაზაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეა კაპანაძე მის შვილთან სპეციალურად დაამეგობრეს და უკანონო საქმეში ჩაითრიეს. "შესაძლოა დეაზე გავიდნენ, ასეთი ეჭვიც მაქვს. დეა თამუნას რამდენიმე წლის წინ დაუმეგობრდა. სპეციალურად დაამეგობრეს დეა, რომ მერე მისი საშუალებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი" - ამბობს თამაზაშვილი. დღეს ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ მათი შვილის მეგობარი, დეა კაპანაძე შეშინებულია და ადვოკატს ეძებს.