მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 12 მილიონ 849,300 შემთხვევაა გამოვლენილი

Tbilisi Daily

12 ივლისის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 12 მილიონ 849,300 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 567,777 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7,484,184 ადამიანი განიკურნა. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსით უკვე 3 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. მეორე ადგილზე 1 839 850 ინფიცირებულით ბრაზილიაა, შემდეგ კი ინდოეთი, სადაც 12 ივლისის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის 849 522 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.