0
"ბევრი, ვინც არ დადის ეკლესიაში, ხშირად ასე მსჯელობს: „არ არის საშიში, ღმერთი ყველგან მყოფია, შემიძლია სახლშიც ვილოცო“. რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ სახლში ვერ აღასრულებ საღმრთო ლიტურგიას. ეკლესიაში ლოცვა სულ სხვაა. ეკლესია თვით ქრისტეს სამყოფელია, მას ეკუთვნის სიტყვები: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათთანა ვარ“... რომელი მამა არ შეასრულებს შვილების ერთობლივ კეთილ თხოვნას სიხარულით? აი, რატომ არის საჭირო ყველა მორწმუნემ, ვინც ეს იცის, მოიყვანოს ეკლესიაში სხვებიც. რაც უფრო მეტი მოუწოდებს სხვებს, მით უფრო მეტი გაიგებს და გამოეხმაურება. ამიტომაც ეშმაკი ადამიანს ყოველთვის უშლის ხელს და ცდილობს, მოაცილოს იგი ეკლესიას, ომის დროს რას აზიანებს დამპყრობელი პირველ რიგში? კავშირგაბმულობის ხაზებს, რათა მოშალოს მომარაგება". არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი
0