აჭარაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო 24 საათში აჭარაში covid-19 კიდევ 115 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებკლინიკებში488 პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 101, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 პირი.
ქვეყნის მასშტაბით 1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 541 აჭარაში.საკარანტინე სივრცეებში კი 78 პირი რჩება.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის აჭარაში - 2 800.