2 პაციენტის განმეორებით კვლევის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია

0
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ორი პაციენტის განმეორებით კვლევის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია. მათ შორის ერთმა უკვე დატოვა ინფექციური საავადმყოფო, მეორე კი დღის განმავლობაში გაეწერება. ეზუგბაიას თქმით, ჯამში უკვე 3 პაციენტია გამოჯანმრთელებული კორონავირუსისგან, საავადმყოფოდან გაწერილ პირებს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი თვითიზოლაციაში მდგომარეობის მიხედვით, 1-დან 2 კვირამდე დარჩებიან. „რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს ვაძლევთ, მათთან ურთიერთობას არ ვამთავრებთ. ეს პაციენტები თავიანთ ექიმებთან ონლაინ რეჟიმში ურთიერთობენ, ” - განაცხადა მან.
#კორონავირუსი
#ეზუგბაია
#თვითიზოლაცია
#tbilisidaily
y
0