ბერძნული კვალი ქობულეთში

0
იმის მტკიცებას არ ვიწყებ, რომ ბერძნები საქართველოში ძვ.წ V საუკუნეში ცხოვრობდნენ. არა მათ უახლესი ისტორიის დაწერაშიც მიიღეს მონაწილეობა და ქობულეთში ს. დაგვაში დაგვიტოვეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ერთ-ერთი კი კულტურის ცენტრი იყო და ის საქართველოში ყველაზე დიდი თუარა ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. მისი არქიტექტურა მიმსგავსებულია ბერძნული სტილის შენობებს კოლონადებითა და ჩუქურთმებით. ქობულეთში, სოფელ დაგვაში, 11 წელი შენდებოდა კულტურის სახლის შენობა, რომელიც ქართული სოფლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და გრანდიოზულ ნაგებობად შეიძლება ჩაითვალოს. კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა ის მალევე ჩამოაშორეს პროექტს. მშენებლობის გაგრძელება ბერძენმა ინჟინერმა გადაიბარა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პროექტი. ასე გაჩნდა შენობის ფასადზე ბერძნული აკროპოლისის ელემენტები. კულტურის სახლის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა. 650 ადამიანზე გათვლილი სააქტო დარბაზით ის გახდა ყველაზე დიდი კულტურის სახლი, რომელიც აჭარაში ოდესმე აშენებულა. იმ პერიოდში დაგვას კოლმეურნეობა ერთ-ერთ მდიდარ კოლმეურნეობად მიიჩნეოდა. სოფელში ბერძნები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ. შენობის დღევანდელ მგომარეობას კი ფოტოებიდან ნახავთ
#გააჟღერე
Feedc
შენობა რომ მდიდრული და გამორჩეული იქნებოდა ამას მისი პომპეზურობა გვაჩვენებს.
#აჭარა
#guide
#ისტორია
#შენობა
#არქიტექტურა
#ხელოვნება
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
0