დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მკურნალობის პერიოდში სერიოზული გართულებები არ ჰქონია. გამყრელიძის თქმით, მისი შვილი ახლა დასკვნით კვლევებს გადის.
„სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები და ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, გამოჩნდება რომელ ეტაპზე გადავა ის. შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 5 მარტს დაუდგინდა. მას ინფექცია იტალიაში მყოფი თანამშრომლისგან გადაედო.
#ნიკოლოზგამყრელიძე
#ამირანგამყრელიძე
#კორონავირუსი
#tbilisidaily
y