პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ერთმანეთს სიტყიერად დაუპირისპირდნენ დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძე ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების თანმდევ გართულებებსა და ეკონომიკის ჩამოშლის საფრთხეებზე საუბრობდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მას სიტყვა შეაწყვეტინა. ჯაფარიძის მიერ გამოთქმულმა რეპლიკამ დამოუკიდებელი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.
მან უმრავლესობის წევრებს მოუწოდა ჯაფარიძეს „კვერცხი გადააყლაპონ", შემდგომ კი დასძინა:
„იმედია, ვაზელინი ჯერ დეფიციტში არ არის", - დავით ჭიჭინაძის ამ რეპლიკას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
სიტუაცია რამდენიმე წუთში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით განიმუხტა. მათ ვიქტორ ჯაფარიძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
#პარლამენტი
#დაპირისპირება
#დავითჭიჭინაძე
#ვიქტორჯაფარიძე
#tbilisidaily
y