4 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
თეკლე ბეჭვაია
Tbilisi · 1 year ago

სილამაზე ^_^


თეკლე ბეჭვაია
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
თეკლე ბეჭვაია
Tbilisi · 1 year ago
😍
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
იდეალური მეორე ნახევარი - რას გვეუბნებიან ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განსაკუთრებული თვისებები აქვს, ეს თვისებები კი მეორე ნიშანს შეიძლება ან ძალიან მოსწონდეს, ან პირიქით – აღიზიანებდეს. გაეცანით თქვენი ნიშნის მახასიათებლებლებს და იმას, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას ვერძი ვერძი აგრესიული პიროვნებაა, რომელსაც სწრაფი ტემპით უყვარს ცხოვრება. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც დროს ფეხს აუწყობს. მისი იდეალური მეორე ნახევარია ის, რომელიც თავდაჯერებულია და გარისკვის არ ეშინია. პოტენციური მეორე ნახევარია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ტყუპი და მერწყული. კურო კუროს ერთგული და რომანტიკული პარტნიორი სჭირდება. კურო ლოიალური რჩება ბოლომდე, მაგრამ სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც მის ძლიერ გრძნობებს უპასუხებს. მისი იდეალური მეორე ნახევარის ის, რომელიც იმსახურებს ნდობას, არ თამაშობს, რადგან კუროს ამისთვის დრო არ ჯყოფნის. პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული და თევზები. ტყუპი მას სჭირდება ჭკვიანი, იუმორით სავსე და საინტერესო მეგზური. ტყუპს შეუძლია გამოიცნოს, ვის ხვდება, ამიტომ თუ მან მომავალი პარტნიორი შეარჩია, ეს უკანასკნელი ამას აუცილებლად იგრძნობს. მათი იდეალური მეორე ნახევარია – ოხუნჯი, ჭკვიანი და საინტერესო. პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული. კირჩხიბი მას სჭირდება ჭკვიანი, ალერსიანი სულისა და ფაქიზი გულის ადამიანი. კირჩხიბს უზომო გული აქვს და დიდი სიყვარული. მას სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ ასევე – ალერსიანი, რომ კირჩხიბმა თავი განსაკუთრებულ და საყვარელ ადამიანად იგრძნოს. მას არცთუ დიდი დრო რჩება ეგოიზმისთვის, ამიტომ მისი იდეალური პარტნიორი მზრუნველი და მტკიცე ხასიათისა უნდა იყოს. პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული. ლომი ლომს თავდაჯერებული ადამიანი სჭირდება. ადამიანი, რომელიც მზადაა თავგადასავლებისთვის და მრავალფეროვნება არ აშინებს. მაგრამ, ამასთან, დამაინტრიგებელიც, რომ ლომი ვერ მიხვდეს, რა მოხდება შემდეგ. პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი და ვერძი. ქალწული მას სჭირდება გამოცდილი, ამბიციური და ერთგული თანამგზავრი. ასევე მისი პარტნიორი უნდა იყოს აქტიური, დღე უსაქმურობაში არ უნდა გაატაროს. ყველაზე მეტად კი ქალწულს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ურთიერთობებში ისეთივე დამოკიდებული იქნება, როგორც თავადაა. პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, თხის რქა, კირჩხიბი და კურო. სასწორი სასწორს სჭირდება ადამიანი კარგი გარეგნობით, ტვინითა და თავდაჯერებულობით. მას მაღალი სტანდარტები აქვს, როცა საქმე სიყვარულს ეხება და შემთხვევით ადამიანს ცხოვრებას არ დაუკავშირებს. მას ფიზიკური სილამაზე ხიბლავს. პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი. მორიელი მას სჭირდება ადამიანი, რომელიც გამოიწვევს, დაათრობს თავისი ვნებითა და ინტენსიურობით. მორიელის სიყვარული ღრმა და აბსოლუტურად უტყვია. მაგრამ მას სჭირდება ისეთი ვინმე, რომელიც გამოიწვევს. მისი იდეალური მეწყვილეა წარმოსახვის მქონე ადამიანი, რომელიც ღრმად ფიქრობს და გრძნობს, მაგრამ თავის კარტს მალევე არ ხსნის. მორიელს საიდუმლო და ინტრიგა უყვარს. პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი. მშვილდოსანი მას სჭირდება თავისუფალი სულის ადამიანი, რომელიც არ დაიჟინებს მის შეცვლას. მშვილდოსანი აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არ სჭირდება, როცა ვინმე ებღაუჭება. მისი იდეალური პარტნიორია ადამიანი, რომელიც ცხოვრებას იუმორით უყურებს. პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი. თხის რქა მას სჭირდება საინტერესო, დამაინტრიგებელი სული, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩება. თხის რქას არ ეშინია, იყოს დაკვირვებული და ფრთხილი, როცა საქმე სიყვარულს ეხება. მისი ცხოვრების მეგზური უნდა იყოს ინტელექტუალი და თხის რქასთან გააზრებული და ღრმა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა იყოს საიმედო და ერთგული… თხის რქა სჭირდება ის, ვისი იმედიც ექნება. პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი. მერწყული მერწყულს სჭირდება მოსიყვარულე, შავი იუმორისა და კულინარიული ნიჭის მქონე ადამიანი. მერწყულის იდეალური პარტნიორი უნდა იყოს მხიარული, მზად უნდა იყოს შემთხვევითი თავგადასავლებისთვის; ასევე ძალიან იზიდავს შავი იუმორი და სიტყვამოსწრებული ადამიანები. თუ მერწყულს გააცინებთ, თქვენთვის ყველაფერს გააკეთებენ. ასევე დიდი პლუსია საჭმლის მომზადების უნარი. პოტენციური მეორე ნახევარია: სასწორი, ვერძი, ტყუპი და მშვილდოსანი. თევზები მას სჭირდება თავდაჯერებული, შემოქმედებითი ადამიანი. თევზი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და ცხოვრებას ძალიან სერიოზულად არასდროს აღიქვამს. მისი იდეალური პარტნიორია თავდაჯერებული, ცოტა ველური და შემოქმედებითი ადამიანი. პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თევზები, მორიელი.
თეკლე ბეჭვაია
Tbilisi · 1 year ago
^_^
თაკო ბეროძე
Tbilisi · 5 days ago
რეკლამა, როგორც სილამაზის ინდუსტრიის მედიაარტი (არაბულ სამყაროში)
მსოფლიოში ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ ისე ჩაიცვან, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ. იმდენად არაერთგვაროვნად ახერხებენ ამას, რამდენადაც თავად ეს ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფაქტია, კარგად შეფუთული რეკლამა დადებით რეზონანსს პოვებს სოციუმის მიერ, თუმცა სილამაზის ინდუსტრიას ხშირად არ წყალობს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და ადათ-წესი. ამიტომაცაა, რომ ბრენდინგი რელევანტურ როლს ასრულებს და ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება პროდუქციის წარმატებასა თუ მის ფიასკოში. მე კი ამ მოსაზრების გასამყარებლად, განვიხილავ რეკლამას, როგორც სილამაზის ინდუსტრიის მედიაარტს არაბულ სამყაროში. მოგეხსენებათ, მუსლიმთა რელიგიურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებას ისლამური შარიათი (კანონი) განსაზღვრავს. ის თავის მხრივ მოიცავს ყურანსა და ჰადისებს, რაც მთელი რიგი შეზღუდვებითა და აკრძალვებით ფორმულირდება. სილამაზე კი არა მარტო მოდურ ტანსაცმელს, არამედ თავის მოვლის საშუალებებსა და ესთეტიკურ-კოსმეტიკურ მხარეებსაც მოიცავს. გვიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ფორმულირდეს მოდის ინდუსტრია არაბული ქვეყნების ტრადიციის, მენტალიტეტისა და რელიგიის ჩარჩოებში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, გთავაზობთ შამპუნის რეკლამას, რომელიც მედიაარტად გვევლინება ისლამურ სახელმწიფოებში. : როგორც რეკლამაში ვიხილეთ, ქალბატონი ჰიჯაბზე (საბურველზე) ისხამს შამპუნს და სწორედ ასე იბანს თავს. რამ განაპირობა შამპუნის ასეთი თვალსაზრისით რეკლამირება? რატომ არის მითითებული ეტიკეტზე შამპუნის სახელი, როგორც ,,Hijab and shoulders”? მოგეხსენებათ ჰიჯაბი, იგივე საბურველი ან ჩადრი მუსლიმურ სამყაროში ქალის სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოს წარმოადგენს. მანდილოსნები ვალდებულნი არიან ,,უცხო თვალისაგან დასაცავად“ დაიფარონ სახე და სხეული. ჩადრი უძველესი დროიდან მუსლიმური სამყაროს სილამაზის ინდუსტრიაში ქალის მორთულობისა და ჩაცმულობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმა კი დემოკრატიის წინააღდეგ წასვლას ნიშნავს. საბურველის ტარება მიჩნეულია, როგორც ,,სწორი ჩაცმა“, აქედან გამომდინარე, კომპანიამ, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებდა, ,,სწორი” რეკლამირების საშუალებით, მოახერხა ამ ქვეყნებში პროდუქციის შეტანა და ბაზარზე აქტიურად გაყიდვა. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რას გულისხმობს ,,სწორი“ მარკეტინგი? ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ცნობილმა რეკლამისტმა განაცხადა: ,,რეკლამა წარმოადგენს საზოგადოების სახეს“ ანუ შამპუნის ჰიჯაბზე დასხმით, კომპანიამ წარმოაჩინა საკუთარი პოზიცია დადებითად მუსლიმთა კულტურის, რელიგიისა და ადათ-წესის მიმართ. რეკლამის შემქმნელები შთაგონებას იღებენ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლის მენტალიტეტშიც აისახება ნაციონალური თავისებურებები. აქედან გამომდინარე, ბრენდი საერთოდ არ იყენებს სიტყვა ,,თავს“ ან ,,თმას“ და ეტიკეტზე წარწერა ,,Head and Shoulders” იცვლება ,,hijab and Shoulders”-ით. შამპუნის სლოგანი კი შემდეგია: ,,თუ ვინმე ისევ გკითხავთ, გსურთ თავსაბურით შხაპის მიღება...Hijab&shoulders თავდაჯერებული ქალისთვის და ქერტლისგან თავისუფალი თავსაბურისთვის.“ ახლა უშუალოდ მოდის სამყაროზე მინდა გავამახვილო ყურადღება და გაგაცნოთ პირველი მუსლიმი მოდელი ჰალიმა ეიდენი, რომელმაც ჰიჯაბითა და ბურკინით იპოზიორა ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისათვის. მას მიაჩნია, რომ რელიგია, კულტურა და ტრადიცია არ უნდა განსაზღვრავდეს ქალის საქმიანობას: ,,ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც ჰიჯაბი აცვიათ, უნდა ხედავდნენ ქალებს, რომლებიც აქტიურობენ ნებისმიერ სფეროში“. მარკეტერებმა ზუსტად იციან, რომ კომერციულ ინდუსტრიას წარმატებით შეუძლია შეცვალოს ადამიანის ქცევა. მუსლიმი ქალის მოდის ინდუსტრიაში გამოჩენა ჰიჯაბითა და ბურკინით, ერთგვარი მოწოდებაა, რომ ადამიანი არ არის შეზღუდული არჩევანში და ამავე დროს, სარეკლამო კამპანია მიანიშნებს მარადიული ფასეულობების თაყვანისცემაზე, ექსპრესიულად გამოხატვასა და პატივისცემაზე. როგორც ლუჩანო ბენეტონი აღნიშნავდა: ,,რეკლამამ უნდა გააცნოს ყველას კომპანიის შეხედულებები მის ფასეულობებსა და სამოქალაქო პოზიციაზე“.Feedc #feedcgrant #feedc #მოდა #მოდა2020 #რეკლამა #საინტერესოფაქტები #საინტერესო #საინტერესოამბები#მოდა #ხელოვნება #ბიზნესი
თეკლე ბეჭვაია
Tbilisi · 1 year ago
GOT♥️
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
როგორ გახდე სრულყოფილი ?
გამოიძინე. ნუ გასცემ რჩევა-დარიგებებს. კბილებს და ღრძილებს მიხედე. იმის ნუ შეგეშინდება, რასაც ვერ აკონტროლებ. ნუ შეგეშინდება, მაგალითად, იმის, რომ როცა გძინავს, სახლი ჩამოიქცევა, ან იმის, რომ ის, ვინც გიყვარს, შეიძლება, უცებ მოკვდეს. ყოველ დილას ჭამე ფორთოხალი. იყავი კეთილგანწყობილი. ეს ბედნიერებამდე მიგიყვანს. კვირაში ოთხჯერ ზუსტად 20 წუთი აკეთე ის, რაც გსიამოვნებს, ისე, რომ გულისცემა წუთში 120-მდე აგივიდეს. ყველაფრის იმედი გქონდეს. გარდა არაფრისა. იმას მოუფრთხილდი, რაც სახლთან გაკავშირებს. ვიდრე სამყაროს გადაარჩენ, ჯერ სახლი გამართე. სამყარო მერე გადაარჩინე. იცოდე, რომ სურვილი, იყო სრულყოფილი, ალბათ სხვა სურვილის ფარული გამოხატვაა – ვინმეს უყვარდე, ან არ მოკვდე. ხეს თვალებში უყურე. სკეპტიკურად განეწყვე ყველა მოსაზრების მიმართ, მაგრამ ეცადე თითოეულში რამე ღირებული დაინახო. ისე ჩაიცვი, რომ შენც გსიამოვნებდეს და შენ ირგვლივ სხვებსაც. სწრაფად არ ილაპარაკო. ყოველდღე რაღაც მაინც ისწავლე. (Dzien dobre!) კარგად მოექეცი სხვებს, ვიდრე მათ ცუდად მოქცევის საბაბი არ მიეცემათ. გულში ბრაზს ერთ კვირაზე მეტხანს ნუ ჩაიტოვებ, თუმცა, ნუ დაივიწყებ, რამ გაგაბრაზა. ბრაზი ხელში მინის ბურთივით დაიჭირე, მკლავი გაშალე და დააკვირდი. შემდეგ ისიც შენს მინის ბურთების კოლექციას დაუმატე. იყავი ერთგული. ჩაიცვი მოხერხებული ფეხსაცმელი. ისეთი საქმიანობა შეარჩიე, რომელიც შენს წონასწორობასა და მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. თუნდაც აუტანლად გეჩვენებოდნენ, ხნიერ ადამიანებს კეთილად მოეპყარი, როცა მოხუცდები, კეთილად მოეპყარი ახალგაზრდებს. ნუ ესვრი ხელჯოხს, როცა ბაბუას დაგიძახებენ. შენი შვილიშვილები არიან! იყოლიე ცხოველი. ბევრ ხალხთან მაინცდამაინც დიდ დროს ნუ გაატარებ. თუ დახმარება გჭირდება, ითხოვე. შეარჩიე დახვეწილი პოზა და ივარჯიშე, ვიდრე ძვალ-რბილში არ გაგიჯდება. თუ ვინმე შვილს მოგიკლავს, იარაღი აიღე და ტვინი გაასხმევინე. დღე ისე დაგეგმე, რომ სულ არ ჩქარობდე. გამოხატე მადლიერება მათ მიმართ, ვინც შენთვის რაღაცას აკეთებს, თუნდაც მათ ფულს უხდიდე, ან თუნდაც იმას გიკეთებდნენ, რაც არ გითხოვია. ფულს, რომელიც შეგეძლო გაჭირვებულებისთვის მიგეცა, ქარს ნუ გაატან. იცოდე, რომ საზოგადოება განუვითარებელია. მაშინ ივიშვიშე, როცა ნახავ, რომ ის იმაზე ბევრად განუვითარებელია, ვიდრე წარმოგედგინა. როცა რამეს ითხოვებ, უკან უკეთეს მდგომარეობაში დააბრუნე. მაქსიმალურად ეცადე, პლასტმასისა და ლითონის ნაცვლად ხის ნივთები გამოიყენო. აი, იქ, ჩიტს გახედე. სადილის შემდეგ დარეცხე ჭურჭელი. შეინარჩუნე სიმშვიდე. ნახე უცხო ქვეყნები, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ხალხს შენი მოკვლის სურვილი გაუჩნდება. ნუ ელი, რომ შვილებს ეყვარები, თუმცა, თუ თავად მოინდომებენ, ესეც შესაძლებელია. იფიქრე სულიერებაზე. და თუ მოგეწონება, შეგიძლია უფრო შორსაც წახვიდე. მაინც, რა არის იქ (შიგნით)? ზოგჯერ იმღერე. არასოდეს დააგვიანო, მაგრამ როცა დააგვიანებ, დაწვრილებით ახსნა-განმარტებას ნუ მოამზადებ. ნურც ზედმეტად თვითკრიტიკული იქნები, და ნურც ზედმეტად თავდაჯერებული. არ იფიქრო, რომ პროგრესი არსებობს. არ არსებობს. კიბეზე ფეხით ადი. კანიბალიზმზე არც კი იფიქრო. წარმოიდგინე, რა გინდა მოხდეს და არაფერი გააკეთო ისეთი, რაც ამის ახდენას ხელს შეუშლის. ტელეფონი კვირაში ორჯერ მაინც აიღე ხელში. დაწმინდე ფანჯრები. პირადი ამბიციების კვალიც კი გაანადგურე. სიტყვას გაანადგურე ძალიან ხშირად ნუ გამოიყენებ. ზოგჯერ მიუტევე სამშობლოს. თუ ვერ შეძლებ, სხვა ქვეყანაში გადადი. თუ დაიღლები, დაისვენე. გაზარდე მცენარე. ნუ იხეტიალებ სადგურიდან სადგურზე ბურტყუნით „მაინც ყველანი დავიხოცებით" . ნამდვილ მეგობრებს შორის იყოლიე ადამიანები შენი ცხოვრების სხვადასხვა სადგურიდან. დააფასე მარტივი სიამოვნება, მაგალითად, ღეჭვის სიამოვნება, გრილი სიოთი, თუ ზურგზე თბილი წყლის ნაკადით მიღებული სიამოვნება, ჩაძინების სიამოვნება. ნუ წამოიყვირებ, „განა საოცრება არაა ტექნოლოგია!" ისწავლე, როგორ გაიმაგრო კუნთები. და ყოველდღე გაიმაგრე. იმის გამო ნუ იდარდებ, რომ ბერდები. ამით თავს უფრო ბებრად იგრძნობ. რაც ნამდვილად სადარდებელია. ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმე აკეთე. თუ თითს დაიწვავ, მაშინვე ცივ წყალში ჩაყავი. თუ თითს ჩაქუჩით დაიჩეჩქვავ, ოცი წუთით ხელი ზემოთ ასწიე, შეიგრძენი სიცივისა და მიზიდულობის ძალის სამკურნალო თვისებები. ისწავლე, ყურისწამღებად როგორ უსტვინო. კრიზისის დროს შეინარჩუნე სიმშვიდე. რაც უფრო კრიტიკულია სიტუაცია, მით უფრო მშვიდად უნდა იყო. დატკბი სექსით, მაგრამ აკვიატებად ნუ გადააქცევ. გარდა იმ მცირე პერიოდებისა, როცა მოზარდი ხარ, ან ახალგაზრდა, ან შუა ხნის, ან მოხუცი. ყველაფრის საპირისპირო მხარე განჭვრიტე. თუ უცებ აღმოჩნდება, რომ ოკეანეში ძალიან ღრმად შეცურე და შიშისგან გაშეშდები, მობრუნდი და სამაშველო ნავისკენ გაცურე. არ ჩაკლა ბავშვი საკუთარ თავში. წერილებს მაშინვე უპასუხე. კონვერტს ლამაზი მარკები დააკარი, როგორიცაა, მაგალითად, ტორნადოს სურათი. დროდადრო იტირე, ოღონდ, როცა მარტო იქნები. მერე დააფასე, ის, რომ თავს ბევრად უკეთ იგრძნობ. კვამლი არ ჩაისუნთქო. ღრმად ისუნთქე. პოლიციელს არ გაეჭიმო. ვიდრე ქუჩის გადასასვლელს არ მიადგები, ტროტუარზე იარე. ტროტუარიდან უყურე ადამიანებს, რომლებიც ცოფიან მანქანებს შორის არიან გაჭედილები. კარგად მოიქეცი. სხვადასხვა ქუჩაში ისეირნე. უკან-უკან. გახსოვდეს სილამაზე, რომელიც არსებობს, და ჭეშმარიტება, რომელიც არ არსებობს. იცოდე, რომ წარმოდგენა ჭეშმარიტების შესახებ არაა ისეთი ძლიერი, როგორიცაა წარმოდგენა მშვენიერების შესახებ. არასოდეს მოხვდე ციხეში. სიბერეში გახდი მისტიკოსი. ქოლგეითის თარტარ ჩონტროლ ფორმულა კბილის პასტა გამოიყენე. მოინახულე ნაცნობ-მეგობრები საავადმყოფოში. როცა მიხვდები, რომ შენი წასვლის დროა, წადი. იყავი გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ, და დიპლომატიური სხვების მიმართ. ხშირად არ გაგიჟდე. დროის ფლანგვაა და სხვა არაფერი. წაიკითხე და მერე დროდადრო გადაიკითხე დიადი წიგნები. ორმო ნიჩბით ამოთხარე. ზამთარში, ვიდრე დაწვები, საძინებელი დაატენიანე. იცოდე, რომ იდეალურ შემთხვევად მიჩნეულია 300 ქულა ბოულინგში, 27 უკუმგდებელი და 27 აუთგეიმი ბეისბოლში. სვი ბევრი წყალი. როცა გკითხავენ, რას დალევ, უპასუხე, „წყალს, თუ შეიძლება". იკითხე „სად არის ტუალეტი?" და არა „სად შეიძლება მოვშარდო?" საგნებს კეთილად მოეპყარი. ორმოცი წლიდან ყოველ მეორე წელს სრული გამოკვლევა ჩაიტარე ექიმთან, რომელსაც ენდობი და მოგწონს. გაზეთი წელიწადში ერთხელ წაიკითხე. ისწავლე, როგორაა ჩინურად „გამარჯობა", „ნახვამდის" და „ჩხირები". აბოყინე და აკუე, ოღონდ შენთვის. უცხოელებს განსაკუთრებული სითბო აჩვენე. იარე ჩრდილების თეატრში და წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთი გმირი თავად ხარ. ან ყველა მათგანი. ნაგავი გადაყარე. გიყვარდეს ცხოვრება. თანხა ზუსტად გადაიხადე. როცა გარეთ ისვრიან, ფანჯარასთან ნუ მიხვალ. წყარო: indigo.com.ge
Milena Milena
Tbilisi · 2 weeks ago
ორივე ჩემი ნამუშევარია..
ყველას ხმა მესმოდა, როგორ ყვიროდნენ , ლაპარაკობდნენ, კიოდნენ. მერე ნელნელა ყველას ხმა წყდება თითქოს ყურებში წყალი ჩამასხეს და მხოლოდ იმ შრიალის ხმა მესმოდა ჩემს თავში რომ რაღაც ბუზებივით დარბონენ. ვლაპარაკობდი ვცდილობდი მომესმინა ყველასთვის მაგრამ არ წყდებოდა ეს ხმები, თითქოს კედლებიდან გამოდიოდნენ და პირდაპირ ყურში მიძვრებოდნენ მერე თავში ადიოდნენ და რაღაცას გამალებით ეძებდნენ შემდეგ ბზუილი მესმოდა ისე ბზუოდნენ დამაჟრიალა ტვინიდან მთელ ტანში დარბოდნენ, ხელები საფეთქელთან მივიჭირე ძალიან მაგრად მივაჭირე , ვგრძნობდი როგორ მკაფიოდ მიცემდა ვენები სხვა ვერაფრზე ვფიქრობდი. ისე აუჩქარებლად ერწყმოდა ეს ყველაფერი ერთმანეთს თავი გიჟი მეგონა. წინ ვიხედებოდი ჩემს სახლში მხოლოდ ერთი კარი იყო თეთრი კარი, დღეში ერთი-ორჯერ თუ შემომივლიდნენ თეთრხალათიანი ორი ქალი რომლებსაც ბევრი წამალი მოჰქონდათ, სხვა არავინ მოდიოდა სულ არავინ! მარჯვენა კუთხეში არაფერი იდგა მხოლოდ თეთრად შეღებილი კედელი და ამ კედელზე დაწერილი სახელები. მარცხენა მხარესაც მხოლოდ თეთრი კედელი იყო რომელსაც მვეთრად აჩნდა მუჭის და ფეხის ნარტყამი ანაბეჭდები. უკან კი ერთი ლუსმანი იყო მიჭედებული სადაც დედაჩემის ნაჩუქნარი ყელსაბამი ჩამომეკიდა. ზევით ახედვა მიყვარდა ხოლმე , ჩემს ოთახში თეთრი კედლების მიუხედავათ მაინც ყოველთვის ღამე იყო. ვიყურებოდი ზევით ხელს ავწევდი და ადგილებს ვნიშნავდი თითებით , მახსოვს მოგზაურობა მიყვარდა, ერთ დღესაც ჩემი ოთახიდან თუ გავალ პირველად ამსტერდამს მოვინახულებ, ზევით თითებს ვწევდი და წარმოვიდგენდი როგორ დავსეირნობდი ამსტერდამის ლამაზ ქუჩებში. ოთახის ზუსტად შუაში ვიწექი ვიცინოდი, მხოლოდ ასე გადავიტანდი ყურადღებას იმ ჭიანჭვებისგან რომლებიც ჩემს თავში დარბოდნენ.. სხვა არაფერი შემეძლო მინდოდა ფეხზე ავმდგარიყავი, მაგრამ არ მაძლევდა საშვალებას ჩემი ფეხები ისინი სულ კანკალობდნენ ხელებიც სულ ამიკანკალდებოდა ხოლმე რომლებიც ყინულივით ცივები იყო ლურჯი ფერის.. თვალები გავახილე და მივხვდი ისევ იმ ჭერს ვუყურებდი როგორც გუშინ, როგოც დღეს.. მერე არ ვიცი რამოხდება.. არავინ იცის მერე რა მოხდება. ზოგჯერ მეგონაა ყველაფერი მესიზმრებოდა, თვალებს ვახამხამებდი ვცდილობდი გამოვსულიყავი სიზმრიდან მაგრამ როგორც კი ვახელდი ისევ იმ ჭერს ვუყურებდი, ყოველდღე იგივე ხდებოდა .. არვიცოდი რას მასმევდა ის ორი თეთრხალათიანი ქალი ჩემთან ხშირად რო შემოდიოდნენ, მაგრან ნამდვილად წყნარად ვიყავი ,,ხო ცოტახანი მაინც ვიყავი წყნარად , რამოდენიმე საათის შემდეგ წყდებოდა ეს ხმები, სიჩუმე დგებოდა, ძლიერი სიჩუმე.. მერე კი ყველაფერი ისევ ისე იწყებოდა .....#ხელოვნება #მწერლობა ორი სილამაზე ერთი ისტორიით 📝🖼#ხელოვნება
Keso Bigvava
Tbilisi · 1 day ago
მწერალთა სახლში
#მწერალთასახლში #ხელოვნება #სილამაზე #ვიქენდი #ამონარიდივიქენდიდან Tbilisi #ხელოვნება
+2
Keso Bigvava
Tbilisi · 2 weeks ago
Glamping Georgia – პირველი კოტეჯი „გლამურული კემპინგისთვის“ ამბროლაურში
რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ კრიხში, საქართველოში პირველი გლემფინგ კოტეჯი – Glamping Georgia Krikhi გამოჩნდა. „გლემფინგი“ არის ჩვენს საუკუნეში წარმოშობილი სიტყვა და იშიფრება, როგორც გლამურული კემპინგი – ადგილი, სადაც ბუნება და კომფორტი ხვდება ერთმანეთს. Glamping Georgia-ს ფეისბუკგვერდმა სულ 2 დღეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო. მსოფლიოში სასტუმროების ონლაინ ჯავშნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიტზე – booking.com-ზე კი, შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მოძიება. #კოტეჯი #რაჭა #სილამაზე #სამოთხე #მოგზაურობა Tbilisi#მოგზაურობა
გიორგი სამხარაძე
Tbilisi · 4 weeks ago
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქალებზე
ზიგმუნდ ფროიდმა ერთხელ თქვა: „ვინმემ იცით რა სურთ ქალებს? „ 52 წლის განმავლობაში კი მხოლოდ იმ დასკვნამდე მივედი რომ ქალებს სურთ კაცებმა არ დასვან მსგავსი სულელური შეკითხვები – ბილი კოსბი როცა ჩემი ცოლი მეუბნება რომ მზად იქნება 5 წუთში,ეს ნიშნავს რომ მე მაქვს დრო გავფრინდე მთვარეზე ,დავწერო პოემა და დავბრუნდე – მიკა ვანეტა სქესის შეცვლის ოპერაციას მხოლოდ იმიტომ ჩავიტარებდი რომ მენახა როგორი გრძნობაა როცა ყოველთვის შენ ხარ მართალი – ბრაიან სმირკი ღამე ბრწყინვალებას აძლევს ვარსკვლავებს და ქალს – ბაირონი ქალები კაცების შეტყუებას ღიმილით ცდილობენ და ცრემლებით ინარჩუნებენ – კონსტანტინ მელიხოვი ქალი ეს არის აქლემი,რომელსაც მამაკაცს ეხმარება ცხოვრების სიცარიელი გზის გავლაში – არაბული სიბრძნე რა ცოტა რამის თქმა შეიძლება ქალზე როცა ბედნიერია და რა ბევრის როცა უბედურია – ერიხ მარია რემარკი რაც საწოლში ქალებს ყველაზე მეტად უყვართ ეს საუზმეა – რობინ უილიამსი ქალი ეს არის ქმნილება,რომელიც იცმევს, ჭორაობს და იხდის – ვოლტერი თუნდაც მამაკაცებს შეეძლოთ იმის გაგება რასაც ქალები ფიქრობენ მაინც არ დაიჯერებენ – კოზმა პრუქტოვი ქალი ეს არის ინსტრუმენტი რომლითაც ეშმაკი გვმართავს ჩვენ – წმინდა კიპრიანი კაცს მეგობრისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია გარდა ქალისა ,რომელიც უყვარს – ჰენრიხ იბნესი შეგიძლიათ კითხოთ ქალს თუ რატომ ტირის, მაგრამ არასოდეს კითხოთ თუ რა ატირებდა რადგან ის უკვე აღარ ახსოვს – ალექსანდრე დიუმა რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე იმდენი ტყუილია ქალის გულში – ჰიპოკრატე შეიყვარო ქალი მთელი გულით?- არ ღირს, არადა სხვანაირად არ გამოდის – სალვადორ დალი ყველაზე მოკლე გზა ქალის გულისაკენ სიბრალულია – ბაირონი მამაკაცს ყოველთვის ეხსომება 3 ქალი:პირველი, ბოლო და ერთადერთი – კიპლინგი ლამაზი ქალი მოსწონს თვალს,კეთილი გულს.პირველი -ლამაზი ნივთია, მეორე კი სიმდიდრე – ნაპოლეონ ბონაპარტე რას ვერჩით კაცებს როცა ისინი ქალებზე ჭკუასუსტები არიან? – ოვიდიი თუკი ქალი უსიყვარულოდ ცოლად გამოგყვება ამისათვის ბევრს გადაგახდევიებს,მაგრამ თუ უყვარხარ უფრო მეტს – რიჩარდ ორლინგტონი ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება – ერიხ მარია რემარკი თუ გინდათ ქალის ნაკლი გაიგოთ შეაქეთ იგი დაქალების თვალწინ – ბენჟამინ ფრანკლინი ვერასოდეს იპოვით ქალს რომელსაც ყველა კითხვაზე არ აქვს პასუხი.სხვა შემთხვევაში იგი უენოა – უილიამ შექსპირი ქალებს აქვთ დიდი ტალანტი,მაგრამ ისინი ვერასოდეს გახდებიან გენიალურები ,რადგან არიან საშინელი სუბიექტურები – არტურ შოპენჰაუერი ქალისათვის უფრო მნიშვნელოვანია იყო ლამაზი ვიდრე ჭკვიანი,რადგან მამაკაცებს უფრო კარგად შეუძლიათ ყურება ვიდრე აზროვნება – მარლენ დიტრიხი ქალები რომ არა დედამიწაზე ფულს ფასი არ ექნებოდა – არისტოტელე ქალებს ყველაფრის გამოცნობა შეუძლიათ და თუ შეცდნენ ესეც შემთხვევით – ჟან ალფონს კარი ბიოლოგიიდან გამომდინარე შიძლება ითქვას რომ თუ რაიმე იკბინება ყველაფერი მდედრობითი სქესისაა – სკოტ კრუზი ქალის სილამაზე არც ძვირფას სამოსშია,არც სხეულსა და ლამაზ ვარცხნილობაში.იგი თვალების ბრწინვალებაშია.თვალები ხომ გულისაკენ მიმავალი გზის გასაღებია, სადაც სიყვარული ცხოვრობს – ოდრი ჰეპბერნი ვერასოდეს დაინახავ ქალში მეგობარს,განსაკუთრებით მაშინ თუ ის შიშველია – კანტი თუ ქალი საკუთარ ქალიშვილზე 10 წლით უმცროსად გამოიყურება ,ესე იგი კმაყოფილია – ოსკარ უაილდი ჩვენს საზოგადოებაში ყველა ქალი ,რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები არიან ქალები,რომლებმაც გადააჭარბეს ზღვარს – არნოლდ შვარცნეგერი ღმერთმა ქალები კაცების მოსათვინიერებლად შექმნა – ვოლტერი ერთხელ მკითხეს თუ რატომ არ ვთამაშობთ ქალები აზარტულ თამაშებს.მე ვუპასუხე რომ ჩვენს კაცების მსგავსი შემოსავალი არ გვაქვს და არც ამდენი ფული.ეს მართალი პასუხი იყო თუმცა არა სრული.ქალის ინსტიქტი აზარტულ თამაშებში ქორწინებით გამოიხატება – გლორია სტეინემი ქალები ყოველთვის მაშინებდნენ,რადგან მათ შენგან სული უნდათ.მე კი მინდა დავიტოვო ის რაც დამრჩა – ჩარლზ ბუკოვსკი როგორც ყოველთვის ყველა იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას – ჯონ ლენონი არ მეზიზღება ქალები,უბრალოდ ხანდახან ჭკუიდან გადავყავარ – ემინემი ქალები რომ მართავდნენ მსოფლიოს არ იარსებებდა ომები.უბრალოდ იქნებოდა მოლაპარაკებები ყოველ 28 დღეში ერთხელ – რობინ უილიამსი მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ მკერდის ბიოლოგიური ფუნქცია კაცების გამოშტერებაა – დეივ ბერი ქალებს მხოლოდ 3 რამ ჭირდებათ ცხოვრებაში:წყალი ,საჭმელი და კომპლიმენტი – კრის როკი პოლიტიკაში თუ გინდა რამე თქვა ჰკითხე კაცს,თუ გინდა გააკეთო ჰკითხე ქალს – მარგარეტ ტეტჩერი ქალების საყურადღებოთ ვინც ცეცხლს ეთამაშება:კვამლი თვალებისაკენ იწევს – მაე ვესტი ქალები ორგაზმს კრიალა სამზარეულოს იატაკისაგან იღებენ – ბეტი ფრიედანი ქალებისათვის ვინც სხვა ქალებს არ ეხმარება მათთვის ჯოჯოოხეთში ცალკე ადგილია – მადელინ ოლბრაითი წყარო : angel.ge ქალი ცნობილი_ადამიანების_გამონათქვამები