გიორგი XII ქართ-კახეთის უკანასკნელი მეფე - ერეკლე II - ს მემკვიდრე, ხალხს დაამახსოვრდა როგორც "ზაქიჭამია". ის მძიმედ იყო დასნეულებული და ძალიან მძმედ ჰქონდა ნაწლავების პრობლემა.ის მოიკოჭლებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. როგორც ვიცით 1783 წლის 24 ივლისს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი, რის შედეგადაც რუსეთი უნდა დახმარებოდა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.კერძოდ რუსეთს უნდა გამოეყო 2 ბატალიონი და დახმარებოდა ქარლთ-კახეთს მტრის მოგერიებაში, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ მომხდარა.გიორგი XII - მ ტრაქტადიდან გამომდინარე დასთანხმდა რუსეთის ჯარის შემოყვანას და მცირეოდენ დახმარებას მათგან. ეს ყველაფერი 1799 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა, მაგრამ ეს ჯარები უბრალოდ ქართლ-კახეთსი შემოვიდა და საერთოდ არაფერიც მომხდარა. ჩვენი ბოლო მეფე ასევე დასთანხმდა მეფის უფლებების შეზღუდვას, ოღონდ რუსეთისგან მოითხოვდა თავისი შთამომავლებს მეფობა შეენარჩუნებინათ. გიორგი XII - მ ასევე აღადგინა აღა-მახმად-ხანის მიერ განადგურებული თბილისი. ის გარდაიცვალა 1800 წლის 28 დეკემბერს. რუსეთი კი ამ მომენტს დიდი ხანი ელოდა და 1801 წელს ქარლთ - კახეთი შეიერთა და რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა.