აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა საგანგებო მდგომარეობის ფონზე

0
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს, რათა დისკომფორტი არ შეექმნას მლოცველებს. , , გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემთ აღდგომის წინა პერიოდის მდგომარეობა, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნეს იმისათვის, რომ ამან რაიმე დისკომფორტი არ შეუქმნას მლოცველებს, ” - აღნიშნა ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, ეპიდემია წინასწარი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა არსებული რეკომენდაცია. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე გასტანს, აღდგომის დღესასწაული კი 19 აპრილს აღინიშნება.
#კორონავირუსი
#აღდგომა
#ეპიდემია
#tbilisidaily
0