მალდინი უკეთესადაა - კახა კალაძე
130 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

კახა კალაძემ იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა „პოსტ-ტვ-ს“ ეთერში განაცხდა. მან აღნიშნა, რომ ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია იტალიაში მყოფ მეგობრებთან და თავისი ყოფილი თანაგუნდელის, პაოლო მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი აქვს.

„დღეს მქონდა კომუნიკაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, უკეთესობისკენ და უკეთესად გრძნობს თავს. ზოგადად, თვითონ იტალიას რაც შეეხება, მთელი საზოგადოება შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მილანის შემოგარენი, ანუ ლომბარდიის, რეგიონი მთლიანად არის დაკეტილი. ყველაზე მძიმე მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ რეგიონში არის და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გამოჯანმრთელება, თუმცა ძალიან ბევრის დაინფიცირებულების რიცხვი“, - განაცხადა კალაძემ.

#კალაძე #maldini #milan #italy #kaladze #covid19 #coronavirus
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment